Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 დეკ 2023

ექსპერტებმა მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების თემებზე იმსჯელეს

დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი – საქართველომ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მართლმსაჯულების სისტემაში კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემების შესახებ საერთაშორისო ონლაინ დისკუსია გამართა.

შეხვედრას ოცდასამი მონაწილე დაესწრო, მათ შორის იურისტები, ყოფილი მოსამართლეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებმა პოლონელ, ჰოლანდიელ და ჩრდილოეთ მაკედონიელ ექსპერტებთან ერთად განიხილეს ევროპის ქვეყნებში არსებული კანონმდებლობა ვეთინგის (მოსამართლეთა შემოწმების) შესახებ და მისი შესაბამისობა სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობასთან.

მოსამართლე გრეგორი ბორკოვსკიმ, 2010-2015 წლებში პოლონეთის მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, ჰერმან ფონ ჰებელმა, მოლდოვაში სასამართლოს ადმინისტრირების ორგანოების ვეთინგის (წინასწარი ვეთინგის) კომისიის თავმჯდომარემ და CEELI ინსტიტუტის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მართლმსაჯულების ქსელის წევრმა ანდრეი ბოჟინოვსკიმ დამსწრეებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ვეთინგთან დაკავშირებული თეორიისა და პრაქტიკის შესახებ, მათ შორის ისაუბრეს ისეთ თემებზე, როგორიცაა სასამართლოების ადმინისტრირების ორგანოების წევრთა ვეთინგი (მოლდოვა და უკრაინა), უსაფრთხოების სამსახურების მიერ მოსამართლეების პერიოდული შემოწმება (სლოვაკეთი და ხორვატია) და სრულფასოვანი ვეთინგი (ალბანეთი).

მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება არის საგანგებო, ერთჯერადი ღონისძიება და უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამოიწურება სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კეთილსინდისიერების უზრუნველყოფის სხვა მექანიზმები. ის ასევე განსხვავდება სამუშაოს შესრულების შეფასებისა და დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნისგან, რადგან ეს ინსტრუმენტები შეიძლება რამდენჯერმე იქნას გამოყენებული, განსხვავებით ვეთინგისგან.

ექსპერტების მოსაზრებით, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება სასარგებლო ინსტრუმენტია სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების გადასაჭრელად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ქვეყანა უკიდურესად ფრთხილად უნდა იყოს ვეთინგისთვის აუცილებელი გარემოებების იდენტიფიცირებისას. მოლდოვას შემთხვევაში, წინასწარი ვეთინგის კომისია აფასებს მხოლოდ მოსამართლეთა ეთიკას და ფინანსურ კეთილსინდისიერებას; კომისია არ აფასებს მოსამართლეების კომპეტენციას და მათ მიერ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისია ინფორმაციას აგროვებს საჯარო წყაროების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ჟურნალისტების, კერძო ბანკების და ზოგადად საზოგადოების დახმარებით.

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლობა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადამწყვეტია ვეთინგის კომისიის წარმატებისთვის. კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურები, გამჭვირვალობა და პროცესის ხანგრძლივობა დასახელდა გასათვალისწინებელ საკითხთა შორის. აღინიშნა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება არ არის განყენებული პროცედურა და ქვეყანას უნდა ჰქონდეს ყოვლისმომცველი მიდგომა ამ პროცესის სტრუქტურირებისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები