Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 მარ 2024

ექსპერტთა ჯგუფმა აჭარაში ქალთა ფინანსურ რესურსებზე წვდომასა და ეკონომიკური უფლებების მნიშვნელობაზე იმსჯელა

2024 წლის 19 მარტს, ბათუმში, ქალთა ისტორიის თვის აღსანიშნავად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის, ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გამართა დისკუსია თემაზე „ქალთა გაძლიერება: ფინანსურ რესურსებზე წვდომა და ეკონომიკური უფლებები, როგორც ცვლილებების კატალიზატორი. ღონისძიებას ესწრებოდა 50 მონაწილე, რომლებიც წარმოადგენდნენ ადგილობრივ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, მართლმსაჯულების სისტემას, სამოქალაქო საზოგადოებას  და აკადემიურ სფეროს.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ტიტე აროშიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონულმა მრჩეველმა  სამართლის უზენაესობის საკითხებში ირინა ლორთქიფანიძემ  და  საქართველოს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP)  პროექტის ოფიცერმა ირინე ურუშაძემ.

პირველი სესია მოიცავდა პანელურ დისკუსიას, რომელიც ფოკუსირებული იყო აჭარაში ქალთა ფინანსური ხელმისაწვდომობის გაღრმავებაზე. დისკუსიას თემაზე “ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობები და გამოწვევები აჭარაში” უძღვებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ფატი ხალვაში. სესიის ფარგლებში მომხსენებლებმა იმსჯელეს  ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ სახელმწიფო პოლიტიკასა და ინიციატივებზე.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ ისაუბრა წარმატებულ პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს ადგილობრივ მეწარმე ქალებს საოჯახო მეურნეობის განვითარებაში.

გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა მაგდა მამაცაშვილმა მეწარმე ქალებს მუნიციპალიტეტებისა და დონორების მიერ შეთავაზებული ადგილობრივი გრანტები გააცნო  და ასევე, ყურადღება გაამხვილა უკვე განხორციელებულ წარმატებულ პროექტებზე. თამუნა ქარცივაძემ, მეწარმე ქალმა და შუახევის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი გრანტების ბენეფიციარმა თავისი ბიზნესის წარმატების ისტორია გაუზიარა დამსწრე საზოგადოებას.  თავისუფალ  ჟურნალისტთა სახლის წარმომადგენელმა  ასლან ჭანიძემ ხაზი გაუსვა აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერების მიზნით საგრანტო პროგრამების მნიშვნელობას. მან ისაუბრა საგრანტო კონკურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, პირველ სესიაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარკვეული პროგრესის მიუხედავად, მუნიციპალიტეტებში  მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით  ქალები  კვლავ აწყდებიან    დაბრკოლებებს, რაც მათ ხელს უშლის    სამეწარმეო საქმიანობის წამოწყებაში.

მეორე სესიაზე, რომელსაც უძღვებოდა USAID სამართლის უზენაესობის აჭარის რეგიონული ჰაბის იურისტი ირინა ხახუტაიშვილი, იმსჯელეს  ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, არამედ სხვა ფუნდამენტური უფლებების რეალიზების პროცესში, როგორიცაა ღირსეული სამუშაოს უფლება. თანაბარი ანაზღაურება, მიწაზე და ადექვატურ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობა. ხელვაჩაურის პროკურატურის პროკურორმა გიორგი რამიშვილმა განმარტა პროკურორების გადამწყვეტი როლი ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვაში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური ძალადობა რჩება ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე უხილავ ფორმად, რომელიც გავლენას ახდენს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უმეტესობაზე ისეთი ფორმებით, როგორიცაა ქალებისთვის  მუშაობის ან განათლების მიღების აკრძალვა. იამზე ზანდარაძემ, ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელმა, ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის  უფლებამოსილებაზე გაუწიოს უფასო იურიდიული დახმარება ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულ ქალებს. მან განიხილა სხვადასხვა სისხლის  და სამოქალაქო სამართლის საქმეები, ყურადღება გაამახვილა სამართლებრივ ზომებზე, რომლებიც მიმართულია ქალთა ეკონომიკური უფლებების დაცვაზე.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატმა თეონა კალანდაძემ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო სამართლის დავებში ისეთ საკითხზე, როგორიცაა ქალთა უფლებები ადექვატურ საცხოვრისზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ის გამოწვევები, რომელსაც აწყდებიან ქალები, განსაკუთრებით არარეგისტრირებულ ქორწინებებში, განქორწინებისა და მემკვიდრეობის პროცესის დროს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის თავმჯდომარემ თამარ წულუკიძემ ისაუბრა სამუშაო ადგილზე ქალთა დისკრიმინაციის საკითხებზე, კონკრეტულად კი შრომით უფლებებთან დაკავშირებით. მან განიხილა ორსულობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევები და ხაზი გაუსვა დასაქმებისას ქალთა უფლებების უფრო მეტად დაცვის აუცილებლობას.

„საფარის“იურისტმა ნინო ანდრიაშვილმა ისაუბრა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე გენდერული თანასწორობის მიღწევაში. მან ისაუბრა ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე, მათ შორის ალიმენტის გადაუხდელობაზე, რაც გავლენას ახდენს არა მარტო ქალებზე, არამედ მათ შვილებზეც.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები