2023 წლის 12 დეკემბერს, ახალციხის რაიონული სასამართლოს ოთხმა მოსამართლემ და სასამართლოს თორმეტმა თანამშრომელმა მონაწილეობა მიიღეს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებაზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ორგანიზაციის, მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრის (ნიუ-იორკი) მიერ ორგანიზებულ ვებინარში.
ვებინარი ფოკუსირებული იყო სასამართლო ხელისუფლების როლზე სასამართლოსა და საზოგადოებას შორისს ჩართულობასა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების დაგეგმვაში. კონკრეტულად, ვებინარი ფოკუსირებული იყო ძირითად სტრატეგიებზე, რომლებიც სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს ადგილობრივი საზოგადოების საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, თემის გამოკითხვებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებით. ვებინარი ემსახურებოდა სასამართლოს მხარდაჭერას საზოგადოების ჩართულობის გეგმის (CEP) განხორციელებაში, რომელიც ამ წლის დასაწყისში პროგრამის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა. CEP მოიცავს ცხრა სათემო ჩართულობის აქტივობას, რომელიც განხორციელდება სასამართლოს მიერ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, დაწყებული ფოკუს-ჯგუფებითა და გამოკითხვებით თემის საჭიროებების ძირითადი სფეროების გასარკვევად.
მისასალმებელ სიტყვებში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა დოქტორ თიმ ბუნიევაცმა აღნიშნა, რომ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელშეწყობა საქართველოში. ამ მიზნით, პროგრამამ დაამყარა ძლიერი სამუშაო პარტნიორობა ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან და მართლმსაჯულების ინოვაციების ცენტრთან ნიუ-იორკში. მან განმარტა, რომ საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების მიდგომები მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ინსტიტუტებისა და სერვისების მიმწოდებლების ეფექტიანობა მართლმსაჯულების პრობლემების გადაჭრაში, ასევე საზოგადოების დაუკმაყოფილებელ სამართლებრივ საჭიროებებთან გამკლავებას. ამავდროულად, საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულება ფოკუსირებულია სამართლიანობის მაძიებელზე, რათა გააუმჯობესოს სასამართლო სისტემასთან ურთიერთობის გამოცდილების ხარისხი და შედეგების სამართლიანობა.
ლინდსი პრაის ჯექსონმა, პროგრამის უფროსმა მენეჯერმა CJI-დან, გააზიარა სტრატეგიული დაგეგმვის მექანიზმი სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გაზრდისთვის სასამართლო-საზოგადოებრივი გამოკითხვებისა და ფოკუს ჯგუფების მეშვეობით. მან დეტალურად განიხილა სათემო კვლევების ფორმულირებისა და განხორციელების პროცესი, მათ შორის გამოკითხვის კითხვების არჩევა და ფოკუს ჯგუფების ორგანიზებისას გადასადგმელი პრაქტიკული ნაბიჯები.
მან ასევე უპასუხა მონაწილეების კითხვებს გამოკითხვებისა და ფოკუს ჯგუფების ჩატარებასთან დაკავშირებული პოტენციური გამოწვევების შესახებ, როგორიცაა, როგორ უნდა უზრუნველყონ მონაწილეთა წარმომადგენლობითობა ჯგუფში, პროცესის ანონიმურობა და იმ პირების შერჩევა, რომლებმაც უნდა ჩაატარონ გამოკითხვები და წარუძღვევნენ ფოკუს ჯგუფებს, როგორც ფასილიტატორები.
ქალბატონმა ჯექსონმა ასევე ხაზი გაუსვა ამ აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში თემის წევრების ჩართვის მნიშვნელობას, როგორც ამგვარი ინიციატივების გავლენის გაძლიერების გზა.