Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 მაი 2024

ვებინარი მშობლის გაუცხოებისა და შვილისთვის გადასახდელის ალიმენტის საკითხებზე

14 მაისს, USAD სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ამერიკელმა მოსამართლემ, პეგი ვოქერმა ჩაატარა ვებინარი ქართველი მოსამართლეებისა და სსიპ “სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს” წარმომადგენლებისთვის.

ვებინარი მიეძღვნა მშობლის გაუცხოებისა და ბავშვისთვის გადასახდელი ალიმენტის საკითხებს. თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმისა და სამტრედიის პირველი ინსტანციის სასამართლოების 12 მოსამართლე და ზრუნვის სააგენტოს 6 წარმომადგენელი ესწრებოდა შეხვედრას.

მონაწილეებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მშობლის გაუცხოების საკითხი და მათ ამერიკელ მოსამართლესთან ერთად იმსჯელეს საჭირო რესურსებზე, გაუცხოებულ მშობელთან უერთიერთობის აღდგენის პროგრამებზე, მშობლებზე, რომლებიც უარს ამბობენ თანამშრომლობაზე ამ პროცესში, ბავშვის ასაკის გათვალისწინების საჭიროებაზე და მედიაციის შესაძლებლობებზე, რაც შეიძლება გამოყენებუი იქნეს ბავშვსა და მშობელს შორის გაუცხოების დასაძლევად.

მოსამართლე ვოქერმა  ვრცელი პრეზენტაცია წარმოადგინა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად მითითებულია ინტერნეტში არსებული რესურსები გაუცხოების საკითხზე. პრეზენტაციები ითარგმნა ქართულად და გაეგზავნათ შეხვედრის მონაწილეებს.

მოსამართლეებმა ერთობლივად აღნიშნეს ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელების საჭიროება საკუთარ პრაქტიკაში გაუცხოების საწინააღმდეგო სტრატეგიების განსავითარებლად.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები