Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
11 ივნ - 20 სექ, 2024

ვიდეო ჩვენებები და დისკუსიები სასამართლოს როლზე ადამიანის ულებების დაცვაში

დემოკრატიის ვირტუალურმა აკადემიამ (VDA), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვიდეო ჩვენებები გამართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სასამართლოს გადაწყვეტილებების პოზიტიური როლზე სამართლის უზენაესობისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვაში.

ვიდეო ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიებს უძღვებოდნენ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თამარ ალექსიძე და VDA-ს ​​ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი. დისკუსიები შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა სასამართლოს როლი კანონის უზენაესობის დაცვაში, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფისა და საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობაში. მონაწილეებმა ისაუბრეს სასამართლო სისტემის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

პირველი ჩვენება, შრომის უფლებების შესახებ, 11 ივნისს ბათუმში გაიმართა. მეორე ღონისძიებას, მოსამართლის განსხვავებული აზრის მნიშვნელობის შესახებ, 17 ივლისს ქუთაისმა უმასპინძლა. ვიდეოების შემდეგი ორი ჩვენება 18 და 20 სექტემბერს თელავსა და თბილისში გაიმართა.

ღონისძიებების დროს მონაწილეებმა ნახეს ორი მოკლემეტრაჟიანი ფილმი. პირველი ვიდეო შეეხებოდა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან საქმეს -- ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ, რომელმაც სკოლებში რასობრივი სეგრეგაცია არაკონსტიტუციურად გამოაცხადა. აღნიშნული საქმე პრეცენტდენტულია არა მხოლოდ მისი ისტორიული მნიშვნელობის გამო, არამედ იმის საილუსტრაციოდ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს გადაწყვეტილებას სამოქალაქო უფლებების რეფორმაზე.

მეორე ფილმი შეეხო მოსამართლის განსხვავებული მოსაზრებების მნიშვნელობას საქართველოს მაგალითზე დაყრდნობით. ვიდეოში ასახულია ​​თუ როგორ შეიძლება განსხვავებულმა მოსაზრებებმა ხელი შეუწყოს საქრთველოში სამართლის უზენაესობისა და ინდივიდუალური უფლებების დაცვას.

შეხვედრებს სულ 69 ადამიანი დაესწრო, მათ შორის ადგილობრივი თემის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და მკვლევარები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები