Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 დეკ 2023

თანამშრომლობა იურიდიული განათლების სტანდარტების ასამაღლებლად რეგიონულ უნივერსიტეტებში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ATSU) დაიწყო კოლაბორაციული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებას.

პროექტი განხორციელდება ბათუმის, ზუგდიდისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული სკოლების ჩართულობით, ასევე საგანმანათლებლო რესურს ცენტრებთან თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლებს. გახსნის ღონისძიებას 60 მონაწილე ესწრებოდა, მათ შორის იურიდიული დახმარების სამსახურისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები.

ATSU-ს რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ეკატერინე გაჩეჩილაძემ იურიდიულ დეპარტამენტს ახალი სასწავლო პროექტის წარმატებით დაწყება მიულოცა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლებს უნივერსიტეტთან ეფექტური თანამშრომლობისთვის გულწრფელი მადლობა გადაუხადა

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა შონიამ დამსწრეებს გააცნო საგრანტო პროექტი - იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლება: რეგიონული უნივერსიტეტის ლექტორების გაძლიერება სწავლების გაუმჯობესებული უნარებით. მიმართვისას მან ხაზი გაუსვა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობის მნიშვნელობას, როგორც პროექტის უმთავრეს მიზანს. პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენის გარდა, სტუდენტებს ექნებათ ელჩების როლი საზოგადოებას გააცნონ თავიანთი უფლებები.

ახლად დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზანია გააუმჯობესოს იურიდიული განათლების ხარისხი რეგიონულ უნივერსიტეტებში ადგილობრივი ფაკულტეტების წარმომადგენლებისთვის ტრენინგების ჩატარებითა და სწავლების მეთოდოლოგიაში კაზუსების განხილვის დანერგვით. პროექტის ფარგლებში შემუშავდება პრაქტიკული სამართლის კურსის (Street Law) სასწავლო გეგმა  და დაინტეგრირდება უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაში.

პროექტის ფარგლებში უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბა ორი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ სახელმძღვანელოს შექმნაზე, ბავშვთა უფლებებისა და სახელშეკრულებო სამართლის დარგში პრაქტიკული სავარჯიშოებისა და კაზუსების შესაქმნელად. იურიდიული კლინიკის სტუდენტები გადიან ტრენინგს სამართლის პრაქტიკულ კურსებსა და სწავლების მეთოდოლოგიაში, რომელიც მოიცავს იურიდიულ საგნების ფართო სპექტრს.

უნივერსიტეტმა ქუთაისის ექვს საჯარო სკოლასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც სტუდენტებისგან პრაქტიკული სამართლის კურსის ფარგლებში 50 გაკვეთილის ჩატარებას მოიცავს. პრაქტიკული სამართლის კურსში მონაწილე სტუდენტებისგან ჩამოყალიბდება თანატოლების განმანათლებლების ქსელი, რომლებიც იმუშავებენ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე თანამედროვე სამართლებრივი საკითხების შესახებ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები