Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
28 სექ 2023

თანამშრომლობის ხელშეწყობა ადგილობრივი საკითხების მოსაგვარებლად

USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამა აქტიურად უჭერს მხარს თანამშრომლობას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

2023 წლის 28 სექტემბერს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ პრევენცია პროგრესისთვის (PFP) უმასპინძლა შეხვედრას, სადაც ქვემო ქართლის რეგიონში, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხები განიხილეს.

შეხვედრას ჩვიდმეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, პროკურორები, ადვოკატები, სახალხო დამცველის ქვემო ქართლის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო სისტემის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის სტრატეგიების შემუშავებასთან დაკავშირებული თემები.

სასამართლოს გუშაგის (GCW) დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოქალაქეების მიერ სასამართლოს მონიტორინგის შედგეგები წარადგინა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონკრეტულად ქვემო ქართლში არსებულ გამოწვევებს, როგორიცაა პროფესიონალი თარჯიმნების ნაკლებობა, რაც, თავის მხრივ, აფერხებს მართლმსაჯულების თანაბარ ხელმისაწვდომობას.

PFP-ის ადგილობრივმა წარმომადგენელმა, ნაშირ ორდუხანოვმა შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა: “შეხვედრის მიზანია, ხელი შევუწყოთ ამ სფეროში მომუშავე პროფესიონალების დიალოგს, რათა განიხილონ თუ რა გამოწვევები და პრობლემებია მართლმსაჯულების სისტემაში”. 

დისკუსიების შედეგად მიღებული ინფორმაციის გასავრცელებლად, PFP-მა, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრთან თანამშრომლობით, მოამზადა ანგარიში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერების შესახებ. დოკუმენტში გააანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა არსებული კანონმდებლობა და პრაქტიკა თარჯიმნებთან დაკავშირებით, თარგმანის ხარისხი სასამართლო პროცესის დროს, სასამართლო სხდომების გაჭიანურება, არასაკმარისი იურიდიული დახმარება რეგიონში და ინფორმაციის ნაკლებობა იმის შესახებ, თუ როგორ და როდის შეუძლიათ მოქალაქეებს მიმართონ სასამართლოს.

შეხვედრა  PFP-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები