Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
06 მარ 2024

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნულ ტურს მასპინძლობს

2024 წლის 24-25 თებერვალს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო შეჯიბრის ეროვნულ ტურს უმასპინძლა.

კონკურსში საქართველოს ხუთი უნივერსიტეტის ექვსი გუნდი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ გუნდები თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტიდან (2 გუნდი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტიდან, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. კონკურსი თემა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გახლდათ.

გუნდების მოსამზადებლად, 2024 წლის 17-18 თებერვალს ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი, სადაც ადვოკატმა სანდრო ბიბილაშვილმა გუნდებს კლიენტთა კონსულტირების საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მისცა რჩევები შეჯიბრისათვის საჭირო უნარების გასაუმჯობესებლად. ტრენინგის მეორე დღეს, გუნდები მსახიობებთან ერთად კლიენტთა საკონსულტაციო სესიებში ჩაერთვნენ და ტრენერისგან დეტალური შეფასება მიიღეს.

საწყის ეტაპზე თითოეულმა გუნდმა თითო კონსულტაცია გაუწია კლიენტის როლში მყოფ მსახიობებს. ჟიურის შეფასებით (ადვოკატები ნინო სოსელია, ანა რეხვიაშვილი, დავით ტაბატაძე, გიორგი წამალაიძე) ფინალურ ტურში გავიდა უმაღლესი ქულის მქონე სამი გუნდი. ფინალური ეტაპის ჟიურს წარმოადგენდა ადვოკატი კახა შარაბიძე, საერთაშორისო იურიდიული ფონდის პროგრამის დირექტორი საქართველოში ალან დალი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე ჰერბერტ ბოუმენი, რომლებმაც კონკურსის გამარჯვებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ერთ-ერთი გუნდი, გამოავლინეს. მეორე ადგილი ასევე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კიდევ ერთმა გუნდმა დაიკავა. კონკურსის საუკეთესო იურისტად მესამე ადგილზე გასული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრი ნინო ლომიძე გამოცხადდა.

შეჯიბრის ყველა წევრს გადაეცა მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებულ გუნდს შესაძლებლობა ექნება საქართველო კლიენტთა კონსულტირების საერთაშორისო კონკურსზე წარმოადგინოს, რომელიც 2024 წლის 10-13 აპრილს, John Paul II Catholic University, ლუბლინში, პოლონეთიში არის დაგეგმილი,  რომელსაც პოლონეთი და უკრაინა ერთობლივად მასპინძლობს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები