Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 20 ნოე, 2023

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტმა იმიტირებული სასამართლო კონკურსი ადამიანის უფლებათა სამართალში ჩაატარა

თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩაატარა იმიტირებული სასამართლო კონკურსი ადამიანის უფლებათა სამართალში. კონკურსი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა. კონკურსის თემა იყო საჯარო თანამდებობის დაკავების უფლება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა ცხრა ქართული უნივერსიტეტის ორმოცდაექვსი გუნდი. წერილობითი დავალება წარადგინა ცხრამეტმა გუნდმა. რვა ძირითადი და ერთი სარეზერვო გუნდი საქართველოს ოთხი უნივერსიტეტიდან (მათ შორის ერთი რეგიონული უნივერსიტეტიდან) კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეირჩა მათი წერილობითი წარდგენის შეფასების საფუძველზე.

კონკურსის დაწყებამდე, 2023 წლის 12 ნოემბერს, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა გიორგი ბერაიამ ჩაატარა ტრენინგი ცხრა გუნდისთვის შემდეგი უნივერსიტეტებიდან: თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი (3), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (3), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (2) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (1) ქუთაისიდან.

ტრენინგზე მან განიხილა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები და პრაქტიკა და ისაუბრა უფლებების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლებზე. მან ასევე უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს.

წინასწარ რაუნდში, რომელიც გაიმართა 18 ნოემბერს, მონაწილეობას იღებდა 2 მოსამართლე, თითო კოლეგიაში. კონკურსის ყოველი ტურის შემდეგ მოსამართლეები დეტალურ შეფასებას აძლევდნენ მონაწილე გუნდებს. ქულების მიხედვით ნახევარფინალში 4 გუნდი (3 თბილისის თავისუფალი და 1 შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან) გავიდა. ნახევარფინალი და ფინალური შეჯიბრი 19 ნოემბერს გაიმართა. შეჯიბრის ფინალურ ტურში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 2 გუნდი იბრძოდა.

კონკურსის გამარჯვებული გუნდი გახდა შემდეგი შემადგენლობით: ვალერი სიდამონიძე, საბა სარჯველაძე, ალექსანდრე მიქელაძე და გიორგი ნებუნიშვილი. მეორე ადგილი დაიკავა გუნდმა, რომლის წევრები იყვნენ ამინა ხანგოშვილი, ნინო შველიძე, ბარბარე ბერიძე და ია გრძელიძე. საუკეთესო სპიკერის სტატუსი გამარჯვებული გუნდის წევრმა ვალერი სიდამონიძემ მოიპოვა.

გამარჯვებული გუნდის წევრმა ვალერი სიდამონიძემ შეაჯამა თავისი გრძნობები კონკურსის მიმართ: „ამ იმიტირებულ სასამართლოში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, მან გამოცდილება მოიტანა საკონსტიტუციო სარჩელის დაწერის პროცესში, შემდეგ კი სიმულაციის ეტაპზე. პროცესებში, უფრო დეტალურად გავეცანი საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკას და შევისწავლე კონსტიტუციური უფლებების დაცვის სხვადასხვა ტაქტიკა და მექანიზმი, რაც უდავოდ დამეხმარება სამომავლოდ პროფესიულ საქმიანობაში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები