Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 ივლ 2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ძირითადი პრინციპების, ინსტიტუტებისა და სამართლებრივი ინსტრუმენტების საჯარო განხილვაში

2024 წლის 19 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (თსუ) USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მოაწყო საჯარო დისკუსია თემაზე „ევროკავშირის ძირითადი პრინციპები, ინსტიტუტები და სამართლებრივი ინსტრუმენტები“, რომელსაც ესწრებოდა თსუ-ს 20 სტუდენტი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი.

ღონისძიება გახსნა თსუ სამართლის სკოლის პროფესორმა ირინე ქურდაძემ და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ იქცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ევროკავშირის კანონმდებლობით ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სავალდებულო დოკუმენტად.

მოწვეულმა ლექტორმა თამთა ზაალიშვილმა წარმოადგინა ევროკავშირის ძირითადი პრინციპები და ინსტიტუტები, რომლებიც მოიცავს ევროკომისიას, ევროკავშირის პარლამენტს, ევროპული მართლმსაჯულების სასამართლოს და ევროპის ცენტრალურ ბანკს. მან ხაზი გაუსვა ამ ინსტიტუტების ზესახელმწიფოებრივ ბუნებას და განმარტა, თუ როგორ გავლენას ახდენს ეს სამართლის უზენაესობის წინსვლის მიმართულებით ევროკავშირის ძირითადი მიზნების მიღწევაზე.

თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა ნანა მჭედლიძემ განიხილა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა უნგრეთის უცხოელი აგენტების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს მიერ მიჩნეულ ქნა ევროკავშირის კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ.

დასკვნითი მომხსენებელი იყო თსუ-ის მოწვეული ლექტორი პარამჯიტ ბერუალი, რომელმაც განმარტა განსხვავებები ევროკავშირის ისეთ საკანონმდებლო ინსტრუმენტებს შორის, როგორიცაა რეგულაციები, დირექტივები და გადაწყვეტილებები.

ქართულ კანონმდებლობასა და საზოგადოებაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის გავლენის შესწავლა არის ის საკითხი, რომლის შესწავლასაც ისახავს მიზნად პანელური დისკუსიების სერია, რომელსაც პროგრამა თსუ-სთან პარტნიორობით წარმართავს.

საკანონმდებლო ჩარჩოს ჩამოყალიბებაში ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობის ჩვენებით, ეს დისკუსიები ხელს შეუწყობს სტუდენტებს შორის დემოკრატიული ღირებულებების გათავისებასა და ასევე სამართლის უზენაესობის  განმტკიცებას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები