Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
16 თებ 2024

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო მონიტორინგის ანგარიში

2024 წლის 14 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) გაიმართა ოჯახური ძალადობის საქმეებზე სისხლის სამართლის სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც მომზადებულ იქნა მისი ერთ-ერთი კლინიკური პროგრამის ფარგლებში. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ მხარი დაუჭირა მონიტორინგის პროგრამას, როგორც მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზნის - საქართველოში სამართლის უზენაესობის გაძლიერებისა და ადამიანებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების ხელშეწყობის - ნაწილს. პრეზენტაციას 40-მდე სტუდენტი, აკადემიკოსი და იურიდიული პროფესიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

ღონისძიება გახსნა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ და მადლობა გადაუხადა მკვლევართა ჯგუფს თსუ-ს კლინიკური სწავლების დირექტორის ანა ხარაიშვილის ხელმძღვანელობით ამ მრავალმხრივი პროექტის ეფექტიანი მართვისთვის, რომელშიც მონაწილეობდნენ მოსამართლეები, სტუდენტები და სასამართლოს მომხმარებლები.

გახსნის შემდეგ, წამყვანმა ექსპერტმა გოგა ხატიაშვილმა და კლინიკის სტუდენტებმა სოფიკო ბახბახაშვილმა და ალექსანდრე ყაველაშვილმა განმარტეს მონიტორინგის პროგრამის მეთოდოლოგია და მისი დასკვნები. მათი განმარტებით, მონიტორინგს ახორციელებდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით დაფუძნებულ თსუ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკაში მომუშავე სტუდენტები. კლინიკაში მომუშავე სტუდენტები პროექტის ემპირიული კვლევის ეტაპზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ოჯახური ძალადობის 62 საქმის განხილვის სხდომას დააკვირდნენ. მათ შენიშნეს, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევების უმეტესობაში მსხვერპლი იყო ქალი, ბრალდებული, როგორც წესი, მამაკაცი, ხშირად მეუღლე ან მშობელი.

გირაო და პატიმრობა იყო ყველაზე გავრცელებული აღკვეთის ღონისძიებები, მაგრამ მათი ეფექტიანობა მომავალი დანაშაულების პრევენციაში გაურკვეველი იყო. გამოწვევები წარმოიშვა, როდესაც დაზარალებულებმა უარი თქვეს ახლო ნათესავების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, რის შედეგადაც ბრალდებულები გაამართლეს არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრობა და პირობითი სასჯელი იყო ტიპიური სასჯელი, მათი პროპორციულობა დანაშაულთან ხანდახან ეჭვქვეშ იდგა. მსხვერპლები ასევე განიცდიდნენ მეორადი ვიქტიმიზაციის რისკს სასამართლო პროცესის დროს, რასაც ასევე ამწვავებს სასამართლო განხილვის გაჭიანურება.

დამსწრეთა შორის იყვნენ თბილისის საქალაქო სასამართლოდან მოსამართლეები ალექსანდრე იაშვილი და ელენე გოგუაძე. მოსამართლე იაშვილმა ხაზი გაუსვა კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად და იურისტთა მომავალი თაობის მოსამზადებლად მართლმსაჯულების დაცვისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები