Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 თებ 2023

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა დაფუძნდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიულ ფაკულტეტზე, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კლინიკა დაფუძნდა. 

მართლმსაჯულების შესახებ ინიციატივების მხარდასაჭერად, პროგრამა აგრძელებს უნივერსიტეტების ბაზაზე საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების პროექტების განხორციელებას, რომელიც საშუალებას მისცემს სტუდენტებს დააკვირდნენ ადგილობრივი სასამართლოების მუშაობას. პირველი ეტაპი მოიცავს სილაბუსის შემუშავებას და სტუდენტების ტრენინგს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებში. მეორე ეტაპი კი თბილისის საქალაქო სასამართლოში მსგავსი საქმეების მონიტორინგს და დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემების აღრიცხვას გულისხმობს. დასკვნით ეტაპზე, პროექტის ჯგუფი გააანალიზებს საქმის მონიტორინგის შედეგებს და მოამზადებს ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს ფართო აუდიტორიას. 

პროექტი წარმოადგენს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფართო ინიციატივის ნაწილს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების მრავალი სექტორის, მათ შორის უნივერსიტეტების ჩართულობას მართლმსაჯულების სისტემის მონიტორინგში. თსუ-ს კლინიკა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამ პროცესში, რადგან ის მიზნად ისახავს სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის გაზრდას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

2023 წლის 31 იანვარს, თსუ-ში პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელშიც ქალთა მიმართა ძალადობის საქმეთა განმხილველ საერთო სასამართლოების რვა მოსამართლე (თბილისისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოების, და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის და ადმინისტრაციული სამართლის შემადგენლობის მოსამართლეები) და კლინიკის ხელმძღვანელი, რვა მაგისტრანტი სტუდენტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი მოსამართლეების მიერ მათი გამოცდილების კლინიკის სტუდენტებისთვის გაზიარება იყო. 

მონაწილეებმა იმსჯელეს პრაქტიკაში არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე, მათ შორის, განიხილეს დაზარალებულის მიერ დუმილის უფლებით სარგებლობის საკითხი და არსებული პრობლემატიკა, დაზარალებულის დამოკიდებულება მოძალადის მიმართ,  ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებების სტანდარტი და სექსუალური შევიწროების საქმეთა განხილვის სპეციფიკა.

შეხვედრაზე წარმოდგენილმა ყველა მოსამართლემ მზაობა გამოთქვა კლინიკასთან და უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობაზე. მონაწილეები შეთანხმდნენ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმატსა და სამომავლო შეხვედრაზე.  სტუდენტების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის განხორციელების ეტაპზე მომდევნო თვეებში კვლავ გაიმართება სამუშაო შეხვედრა, სადაც სტუდენტები მოსამართლეებს მონიტორინგის შუალედურ შედეგებს გაუზიარებენ და  მნიშვნელოვან საკითხებსა და მიგნებებზე მათგან უკუკავშირს მიიღებენ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები