Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 - 15 მარ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობისა და ილიას უნივერსიტეტებში საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების გაცნობითი სემინარი ჩატარდა

2023 წლის 14-15 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ (პროგრამა) საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულებისა (PCJ) და საზოგადოებრივი ჩართულობის შესახებ ორი ლექცია გამართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (ილიაუნი) და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის (გრუნი) 120-ზე მეტი სტუდენტისა და აკადემიური პერსონალისისათვის.

დოქტორმა თიმ ბუნიევაცმა, პროგრამის საზოგადოებრივი ჩართულობის მრჩეველმა, წაიკითხა ზემოთხსენებული ლექციები და გამართა აქტიური დისკუსიები სტუდენტებთან. მან წარმოადგინა PCJ-ს შესახებ  არსებული პრინციპები და თეორიები და შესაძლო დიზაინის მიდგომები, ასევე მართლმსაჯულების სისტემის ადგილობრივ თემებთან ჩართულობის გაძლიერების სტრატეგიები. მან ასევე განიხილა განსხვავება ტრადიციულ და პრობლემის გადამჭრელ სასამართლოებს შორის, ისაუბრა სასამართლო-საზოგადოების ჩართულობის სასამართლო შენობის საზღვრებს მიღმა გაფართოების პოტენციურ გზებსა და მის მხარდასაჭერად სხვადასხვა გარე დაინტერესებული მხარეების ჩართვის შესაძლებლობებზე. დოქტორმა ბუნიევაცმა მოიყვანა სასამართლოსა და საზოგადოებას შორის ჩართულობის გლობალური პრაქტიკისა და ისეთი ინიციატივების მაგალითები, რომლებიც განაპირობებენ საზოგადოების გაზრდილ ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ.

ილიაუნის იურიდიული სკოლის დეკანმა გიორგი პაპუაშვილმა და გრუნი-ს რექტორმა მამუკა თავხელიძემ მონაწილეებისადმი მიმართვაში მადლობა გადაუხადეს USAID-ს და პროგრამას საქართველოსადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის და გამოთქვეს სურვილი, მეტი ერთობლივი აქტივობები ჩატარდეს უნივერსიტეტებისა და პროგრამის თანამშრომლობით.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები