Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 იან 2024

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

გაერომ 27 იანვარი აღიარა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღედ, რადგან სწორედ 1945 წლის 27 იანვარს გაათავისუფლეს ტყვეები აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკებიდან. 

მიმდინარე წლის 27 იანვარს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღსანიშნავად გამართა ღონისძიება, რომელშიც რამდენიმე სტუდენტ-სპიკერმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის თბილისის #21 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მარიამ ოტიაშვილმა, ქეთი გაფრინდაშვილმა და ნინო გურულმა, და ილიას სამართლის სკოლის სტუდენტმა - სალომე კიკნაძემ. ღონისძიებას მხარი დაუჭირა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ.

ღონისძიების მოდერატორი ილიას სამართლის სკოლის პროექტის კოორდინატორი, მარიამ მელქაძე, იყო, რომელიც სტუდენტებს ჰოლოკოსტის გავლენის ღრმა მნიშვნელობაზე ესაუბრა.

დისკუსიების დროს მონაწილეები გაეცნენ ეთნიკური, რელიგიური და სხვა ფაქტორების საფუძველზე დისკრიმინაციის მნიშვნელობასა და მაგალითებს. მოდერატორმა ხაზი გაუსვა ანტისემიტიზმის დამანგრეველ შედეგებს. ჰოლოკოსტი კი ასეთი ანტისემიტიზმის ყველაზე საშინელი შედეგია. საჯარო სკოლების დამამთავრებელი საფეხურის და ილიას სამართლის სკოლის 25-მა მოსწავლემ და სტუდენტმა მოისმინა ნაწყვეტები ჰოლოკოსტს  გადარჩენილი პირების ინტერვიუებიდან, რომლებიც გაჯერებული იყო ტრაგედიის, იმედისა და გამძლეობის მწვავე ნარატივით.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები