Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 ივლ 2024

იმიტირებული სასამართლო პროცესები და ტრენინგები სამართლის საკითხებში სტუდენტებისთვის

აპილში, მაისსა და ივნისში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა (უნივერსიტეტი), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის (პროგრამის) მხარდაჭერით, თბილისის #112 და #115, და ზუგდიდის #4 და #9 საჯარო სკოლების მე-7, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის იმიტირებული სასამართლო პროცესები მოაწყო.

სასამართლო პროცესები მოიცავდა ნასყიდობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს. პროცესი წარმოადგენდა ნამდვილი სასამართლო განხილვის სიმულაციას, რამაც გააუმჯობესა სტუდენტების სამართლებრივი მსჯელობა, კრიტიკული ანალიზი, არგუმენტირებისა და საჯარო გამოსვლის უნარები. დამატებით ამ აქტივობამ სკოლის მოსწავლეებში სამართლის სფეროს მიმართ დაინტერესება გააღვივა.

იმიტირებულ პროცესზე განხილული საქმე ეხებოდა ინციდენტს, რომელიც წყალდიდობის დროს მოხდა. საქმის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი იყო გამოგონილი პიროვნება, სახელად გიორგი ლეონიძე, რომელიც ძმის - ირაკლის რჩევის საწინააღმდეგოდ, არ დაელოდა ქარიშხალის ჩადგომას და გვიან ღამით ძლიერ წვიმაში მანქანით სახლში წავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი ვერეს ხეობაში დატბორილ მანქანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია დასჭირდა. გარდა ამისა, მის ავტომობილს, რომელიც მისი შემოსავლის მთავარი წყარო იყო, დაზიანება მიადგა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დროს სტუდენტები განიხილავდნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა პირადი ანგარიშვალდებულება, სახელმწიფოს როლი მოქალაქეების უსაფრთხოებაში და ზიანის ანაზღაურების მექანიზმები. დებატები ფოკუსირებული იყო პრევენციულ ზომებზე, როგორიცაა ამინდის საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესება, საგზაო უსაფრთხოების გაძლიერება და საგანგებო სიტუაციების მართვის მზადყოფნის გაძლიერება. სიმულაციურმა აქტივობამ მოსწავლეებისთვის გამოყო პლატფორმა სამართლებრივი დისკურსისთვის, რაც მოსწავლეებს უფრო ღრმა გაგებას იქმნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ და აუმჯობესებს მონაწილეთა კრიტიკული აზროვნების და არგუმენტაციის უნარებს.

ლენა გოჯაევამ, პროცესის ერთ-ერთმა მონაწილე სტუდენტმა, აღნიშნა: „იმიტირებული სასამართლო პროცესების ჩატარებამ და არასრულწლოვანებთან ურთიერთობამ პიროვნულად და პროფესინალურად დიდი გამოცდილება შემმატა. მათი ენთუზიაზმის და კანონისადმი ახალი ინტერესის დანახვა მაძლევს მოტივაციას უფრო ხშირად მივიღო მონაწილეობა ასეთ აქტივობებში“.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები