Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
10 დეკ 2022

იმიტირებული პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში

იმიტირებული სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე. ღონისძიება ორგანიზებული იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით - ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი პროექტის ფარგლებში. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის რეგიონული ჰაბის იურისტმა, ირინა ხახუტაიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „წელს აღინიშნება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებიდან 74 წელი. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიომ უდიდეს პროგრესს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ჯერ კიდევ არსებობს უფლებები რომელთა რეალიზება მუდმივ საფრთხეშია... მსგავსი აქტივობები კი ხელს უწყობს მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას მათი უფლებების და დაცვის მექანიზმების შესახებ, აუმჯობესებს მათ ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულებაზე." 

იმიტირებულ სასამართლო პროცესს უძღვებოდნენ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეული ამერიკელი მოსამართლე, ჯეიმს რედვაინი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხათუნა ბოლქვაძე და გულიკო კაზაშვილი. იმიტირებულ პროცესზე მხარეებს წარმოადგენდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის გამოცდილი ადვოკატები ნატო ირემაძე და აკაკი ლომსაძე, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იურისტი, სოფიკო მენაბდიშვილი. 

ოცდათხუთმეტი სტუდენტი პარალეგალი, სამართლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ პროცესს და ასრულებდნენ სპეციალური მსაჯულების როლს. ისინი გაიყვნენ ორ ჯგუფად და გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღეს. იმიტირებული პროცესის დასასრულს, მსაჯულებმა მიიღეს მითითებები მოსამართლეებისგან იმის თაობაზე, თუ რაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება ვერდიქტის გამოტანისას და ასევე მათ დაურიგდათ შესაძლო განაჩენის/გადაწყვეტილებების ვერსიები. მსაჯულების ორივე ჯგუფმა მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.

ღონისძიების შეჯამებისას მოსამართლეებმა სერტიფიკატები გადასცეს მონაწილე მსაჯულებს. ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, ჯუმბერ ბეჟანიძემ მადლობა გადაუხადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას მხარდაჭერისთვის და აღნიშნა: „ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საშუალება გვეძლევა შევხვდეთ სამართლის სფეროში ლიდერების მომავალ თაობას და ვუმასპინძლოთ მსგავს ღონისძიებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მნიშვნელოვანია მოსამართლეებს და სტუდენტებს შორის კომუნიკაცია, რათა მოვისმინოთ მათი კითხვები და საშუალება მივცეთ რომ უკეთესად გაერკვნენ სამართლებრივ სისტემაში. იმიტირებული პროცესი ეხმარება ახალგაზრდებს გაიგონ თუ როგორ ეხება სამართალი მათი ცხოვრების ყველა სფეროს, როგორ მუშაობს მართლმსაჯულება და როგორ შეუძლიათ მათ ემსახურონ საკუთარ ქვეყანას და შეიძლება მსოფლიოს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში.“ 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები