Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 - 31 მაი, 2024

იურიდიული განათლების გაძლიერება: პრაქტიკული სამართლის ინიციატივები აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„თეორიულ ცოდნასა და ამ ცოდნის რეალურ სამყაროში გამოყენებას შორის ხიდის გადალახვა ჩვენთვის გადამწყვეტია“, - განაცხადა ბუბა ბობოხიძემ, იურიდიული კლინიკის სტუდენტმა, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის ინიციატივებში ჩართული რამდენიმე სტუდენტის განწყობას ასახავს.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის იურიდიულმა დეპარტამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა სილაბუსი არჩევითი კურსის ფარგლებში კურიკულუმის ნაწილი გახდეს „იურიდიული პრაქტიკა“ საბაკალავრო სამართლის პროგრამის ფარგლებში.

ამ კურსის უპირველესი მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული სტუდენტების პროფესიულ ზრდას პრაქტიკული უნარების შეძენაზე დაფუძნებული განათლების მიღების გზით. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიკვლიონ მანამდე უცნობი იურიდიული მასალა წყაროების კვლევის, ლიტერატურის ანალიზისა და სასამართლო პრაქტიკის გაცნობის გზით.

2023-2024 სასწავლო წელს პრაქტიკულ სამართლის კურსზე 12 სტუდენტი ჩაირიცხა. რეგიონულ უნივერსიტეტებში იურიდიული განათლების ხარისხის ამაღლებისა და ადგილობრივი პერსონალის პრაქტიკული კომპეტენციების გაზრდის ინიციატივის ფარგლებში, იურიდიული კლინიკის 12 სტუდენტი მონაწილეობდა ტრენინგების სერიაში, რომელიც ფოკუსირებული იყო პრაქტიკულ სამართალზე, კონკრეტულად Streel Law Inc-ის მიერ შემუშავებულ პროგრამებზე.

ტრენინგი მოიცავდა სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის იურიდიული პრაქტიკის სწავლების მეთოდოლოგიებს, ადამიანის უფლებათა სამართალს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალს, შრომით ურთიერთობებს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, სისხლის სამართლის სამართალს, საპროცესო უფლებებს, ოჯახში ძალადობას და სხვა რელევანტურ სამართლებრივ სფეროებს. ტრენინგმა გააღრმავა სტუდენტების ცნობიერება თანამედროვე იურიდიულ საკითხებზე, გააძლიერა თეორიული ცოდნა მისი პრაქტიკაში გამოყენებით და გააუმჯობესა პროფესიული უნარ-ჩვევები, რითაც დახვეწა ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი. ინტერაქტიული ტრენინგები ჯგუფური დისკუსიებისა და პრაქტიკული სავარჯიშოების მეშვეობით აქტიურ მონაწილეობას ახალისებდა სტუდენტების ჩართულობისა და სწავლის შედეგების მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. შემდგომში, სტუდენტებმა შეიმუშავეს სილაბუსთან თანხვედრაში მოსული საგაკვეთილო გეგმები, რომელიც მოიცავდა პრეზენტაციებს, სიმულაციურ თამაშებსა, კაზუსის შესწავლასა და შეფასებას.

სტუდენტებმა შემდგომში 63 გაკვეთილი ჩაატარეს  პრაქტიკულ სამართლებრივ საკითხებზე ფართო საზოგადოებისთვის შედარებით მარტივად გასაგებ ენაზე ქუთაისის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო სკოლებსა და ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“, სადაც 500-ზე მეტი ადამიანი დაესწრო შეხვედრებს. პრაქტიკული სამართლის კურსის მონაწილეთაგან გაჩნდა თანატოლგანმანათლებელთა ქსელი, რომლებმაც თანატოლთათვის ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით სამართლებრივ საკითხებზე საგანმანათლებლო სესიები მოაწყვეს, ადამიანის უფლებებზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე, სისხლის სამართალსა და სხვა დაკავშირებულ თემებზე ინფორმაციის გასაზიარებლად. სულ ჩატარდა 22 ასეთი შეხვედრა, რომელშიც 391-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. გარდა საგანმანათლებლო ძალისხმევისა, თანატოლგანმანათლებლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა საინფორმაციო კამპანია ბავშვთა უფლებების შესახებ, რომლის ფარგლებშიც ბავშვთა უფლებების კოდექსის შესახებ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს ბავშვთა უფლებების უკეთ გასაცნობად.

სამართლის სკოლის სტუდენტებმა, დავით ხოჯენაშვილმა, მარიამ გუბელაძემ, საბა კამლაძემ, ქრისტინე სულავამ და მაგდა ჯიშკარიანმა ხაზი გაუსვეს პრაქტიკული ინიციატივების მნიშვნელობას განათლებაში. დავით ხოჯენაშვილი სტუდენტების კომუნიკაციური უნარების გაღრმავებასა და სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივებას გამოჰყოფს, მარიამ გუბელაძე პროექტის ტრანსფორმაციულ გავლენასა და გაკვეთილების ეფექტურად ჩატარების უნარზე ამახვილებს ყურადღებას, საბა კამლაძე თეორიული ცოდნის გამოყენების აუცილებლობას აღნიშნავს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, ხოლო ქრისტინე სულავა და მაგდა ჯიშკარიანი განმარტავენ თუ როგორი ენთუზიაზმით გამოიყენეს პრაქტიკული სამართლის კურსები აკადემიასა და რეალურ სამყაროში არსებულ იურიდიულ პრაქტიკას შორის უფსკრულის დასაძლევად, რითაც ხელი შეუწყვეს თავიანთ პროფესიულ ზრდასა და კომპეტენციას.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები