Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 19 დეკ, 2023

იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელისთვის სამუშაო შეხვედრები გაიმართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელთან, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული დახმარების ორგანიზაციებს შორის საქმეების რეფერირებას მათი მანდატისა და შესაძლებლობების ფარგლებში. ქსელის წევრები იურიდიული დახმარების სამსახური, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და საუნივერსიტეტო იურიდიული კლინიკები არიან.

18-19 დეკემბერს, ქსელის მხარდაჭერის მიზნით, პროგრამამ გამართა ორი სამუშაო შეხვედრა მტკიცების ტვირთსა და ექსპერტთა დასკვნებზე და მოწყვლადი ადამიანების უფლებების დაცვაზე. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორი ინგრიდ ჰესი და ფონდის პროგრამის დირექტორი საქართველოში ალან დალი. შეხვედრებს 20 მონაწილე ესწრებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და საუნივერსიტეტო კლინიკებიდან.

პირველი შეხვედრა მტკიცების ტვირთსა და ექსპერტთა დასკვნებზე, ფოკუსირებული იყო შემდეგ საკითხებზე: მოწმესა და ექსპერტს შორის განსხვავება, ექსპერტის კვალიფიკაცია, ექსპერტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების დასაშვებობა (რელევანტურობა, სანდოობა) და საქმეში ექსპერტის დასკვნების რეალური მაგალითების განხილვა.

მეორე შეხვედრა მოწყვლადი ადამიანების უფლებების დაცვის თემაზე იყო ორიენტირებული. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა პირის გაცნობის მნიშვნელობა, ვის ინტერესებსაც წარმოადგენს ადვოკატი - კლიენტის სოციალური მდგომარეობის ცოდნა, არის თუ არა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში ახდენს თუ არა ეს მის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ხარისხზე გავლენას, თუ აქვს ბავშვობის მატრავმირებელი გამოცდილება, რომელიც იქნება რელევანტური საქმისთვის, და არის თუ არა კლიენტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და საქმეები, რომლებიც მსგავს სიტუაციებთან იყო დაკავშირებული.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები