Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 - 06 მარ, 2024

იურიდიული დახმარების სამსახური სამეგრელოს რეგიონის ახალგაზრდების განათლებასა და მოტივაციაზე ზრუნავენ

2024 წლის 5-6 მარტს, აჭარის და იმერეთის სტუდენტმა-პარალეგალებმა სამეგრელოს რეგიონში ჩაატარეს სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც 170-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე ესწრებოდა. სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში ეს აქტივობები განხორციელდა “ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს  USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

5 მარტს სტუდენტი-პარალეგალები ფოთის N7 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ბავშვთა უფლებებზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებსა და ინკლუზიურ განათლებაზე ესაუბრნენ. მათ ასევე განმარტეს იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატი და ისაუბრეს როგორ უწევს იგი იურიდიულ დახმარებას ადგილობრივ მოქალაქეებს. იმავე დღეს მათ ფოთის საქალაქო სასამართლოში ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო პროცესი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, სადაც სამოქალაქო საქმეში სპეციალურ ნაფიც მსაჯულთა როლს სკოლის მოსწავლეები ასრულებდნენ.

ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით გელაშვილი ესაუბრა მონაწილე სტუდენტებს იმ როლების შესახებ, რომელთა შესრულებაც მათ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე მოუწევდატ და განუმარტა მათ, თუ როგორ ხდება ვერდიქტების გამოტანა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმიტირებული სასამართლო პროცესები ეხმარება ახალგაზრდებს გააცნობიერონ კანონის გავლენა მათ ცხოვრებაზე და მიიღონ ინფორმაცია მართლმსაჯულების სისტემის მუშაობაზე. სასამართლო პროცესს უძღვებოდა იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ბურკაძე.

6 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის ანალიტიკური და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსი მაია ნოზაძე, სტუდენტ-პარალეგალებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა, რათა განემარტა იურიდიული დახმარების სამსახურის ფუნქცია და როლი მართლმსაჯულების პროცესში.

იმის გათვალისწინებით, რომ მარტი ქალთა ისტორიის თვეა, სტუდენტმა-პარალეგალებმა ისაუბრეს ქალების უფლებების, მათ შორის მემკვიდრეობის უფლებების, დისკრიმინაციის, შრომითი უფლებებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. მათ ასევე უპასუხეს ადგილობრივი მოსახლეობის შეკითხვებს.

იმავე დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურმა მოაწყო იმიტირებული სასამართლო პროცესი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის და იმერეთის რეგიონის სტუდენტი-პარალეგალები. იმიტირებულ სასამართლო პრეცესში მათ მოწინაღამდეგე მხარეების როლი შეასრულეს. სპეციალურ სამოქალაქო ნაფიც მსაჯულებად ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ მოწვეულნი. სასამართლო პროცესი ეხებოდა ბავშვის მეურვეობის საკითხის ოჯახში ძალადობის შემთხვევის შემდეგ.

ეს არის პირველი მსგავსი ღონისძიებები სამეგრელოში, რომელიც ჩატარდა პარალეგალების ინიციატივის კამპანიის ფარგლებში და რომელიც განხორციელდა სამსახურის ფოთისა და ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს ხელმძღვანელების ინიციატივის და ადგილობრივი ახალგაზრდებისა და სკოლის მასწავლებლების მოთხოვნის საფუძველზე.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები