Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 - 06 ოქტ, 2024

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმებში საქმეების წარდგენის შესახებ ცნობიერება აიმაღლეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის („პროგრამა“) მხარდაჭერით, იურიდიული დახმარების სამსახურის 23 ადვოკატმა გაიარა ტრენინგი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში საქმეების წარდგენის თაობაზე. ადვოკატები თბილისიდან, ბათუმიდან, ფოთიდან, ახალციხიდან, მცხეთიდან, ზესტაფონიდან, გორიდან და ოზურგეთიდან იყვნენ წარმოდგენილები.

ადამიანის უფლებათა ექსპერტ ბესარიონ ბოხაშვილის ხელმძღვანელობით, ტრენინგის მანძილზე განხილულ იქნა საკვანძო საერთაშორისო ორგანოების სტრუქტურა, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსი და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების, როგორიცაა ბავშვის უფლებების კომიტეტი, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტი.

ტრენინგის მსვლელობისას ადვოკატებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო მექანიზმების წინაშე საქმის წარდგენისა და სასამართლო განხილვის პროცესში გასათვალისწინებელი პროცედურების შესახებ. ტრენინგის თემატიკა ასევე მოიცავდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში გაწერილ დასაშვებობის კრიტერიუმებს, რომლებიც აუცილებელად უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა.

ტრენინგის მეორე ნაწილში ადვოკატებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს შესაბამის სახელშეკრულებო ორგანოებში საქმის წარდგენის თაობაზე და სათანადო დასაშვებობის კრიტერიუმებზე. მონაწილეებმა აგრეთვე გააანალიზეს ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების დასაშვებობის კრიტერიუმები. ტრენინგის დასასრულს, ადვოკატებმა მიიღეს პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა შეიტანონ განაცხადები აღნიშნულ ორგანოებში.

ტრენინგი მისასალმებელი სიტყვით გახსნა პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ და აღნიშნა იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელოვანი როლი სოციალურად დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაში. სამსახურის დირექტორის მოადგილე ნინო მელაძემ კი გახსნით სიტყვაში სამსახურის ადვოკატების უნარებისა და შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად მსგავსი ტრენინგების ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები