Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
07 აპრ 2023

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა ქუთაისში

ქუთაისისა და ზესტაფონის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროების ადვოკატებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა სასამართლო სისტემის ეფექტურობის შესახებ შეხვედრა გამართა. შეხვედრა ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ქუთაისის ჰაბის მხარდაჭერით.

იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა განიხილეს მრავალი საკითხი, მათ შორის სასამართლოს ეფექტიანობა, ბავშვთა უფლებების კოდექსის დანერგვა და პრაქტიკის განვითარება ეროვნულ სასამართლოებში. მათ ასევე ისაუბრეს დისტანციური სასამართლო სხდომების სარგებლობაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადვოკატის გადაადგილებისთვის დახარჯული რესურსები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის (ILF) ამერიკელი ადვოკატი კეით კონიერსი, რომელიც მენტორობას უწევს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს დასავლეთ საქართველოში.

ადვოკატების მიერ წამოჭრილი ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ზოგიერთი მოსამართლის თავშეკავება, ჩაატაროს დისტანციური სხდომები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ უშლის ხელს სასამართლოს დისტანციური საშუალებებით პროცესის გამართვას, თუ მხარეები შეთანხმდებიან, ზოგიერთი მოსამართლე არ არის ღია ამ შესაძლებლობისთვის. ადვოკატები ფიქრობენ, რომ სასამართლოებს მიმართონ შუამდგომლობებით დისტანციური სასამართლო სხდომების გამართვის თაობაზე, როგორც მოსამზადებელ, ასევე მთავარ სხდომაზე. ადვოკატების შეთავაზებაა, რომ იურიდიული დახმარების ადვოკატს შეეძლოს ელექტრონულად გაუგზავნოს მოსამართლეს ან თანაშემწეს თავისი წარმომადგენლობითი ორდერი.

ადვოკატებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ბავშვთა განცალკევებისა და მზრუნველობის საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის განვითარებაზე. სასამართლო პრაქტიკის განვითარებასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, რადგან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ზოგჯერ არ აქვთ რესურსი, რომ სრულად დააკმაყოფილონ თავიანთი შვილების საუკეთესო ინტერესები. ადვოკატები ფიქრობენ, რომ მსგავს ოჯახებისათვის აუცილებელია ბავშვის უფლებების კოდექსში ცალკე დებულება ოჯახის რეინტეგრაციის გეგმის თაობაზე, რაც დაეხმარება ოჯახებს გააუმჯობესონ საცხოვრებელი გარემო და შვილების აღზრდა. ადვოკატები ასევე თვლიან, რომ ბავშვების განცალკევების საკითხებში ევროპული ან ამერიკული გამოცდილების გაზიარება და ბავშვის საჭიროებების შესაფასებლად შიდა დოკუმენტების შემუშავება დაეხმარება მათ უკეთ გაუმკლავდნენ ამ საქმეებს სასამართლოში.

მესამე თემა, რომელსაც ადვოკატები განიხილავდნენ, ფსიქოლოგების მიერ მომზადებული ანგარიშები იყო. ადვოკატებმა მიიჩნიეს, რომ ანგარიშები არ ასახავს რეალობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არ სთავაზობენ გამოსავალს ბავშვის საუკეთესო ინტერესების მიხედვით. ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ იურიდიული დახმარების ბიუროს მიერ შემოთავაზებული ფსიქოლოგის მომსახურება კარგი რესურსია ალტერნატიული ფსიქოლოგიური დასკვნებისთვის. გარდა ამისა, უნდა იყოს გამოყენებული ფსიქოლოგებისა და ექსპერტების რეესტრი, რაც დაეხმარება ადვოკატებს სასამართლოში მტკიცებულებების შეგროვებაში.

და ბოლოს, სამუშაო ჯგუფის ადვოკატებმა გამოთქვეს სურვილი სამომავლოდ გაიმართოს Bench-Bar შეხვედრა მოსამართლეებთან, ადვოკატებთან და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან. შეხვედრა იქნება ამ პრობლემების ერთობლივად განხილვა და ერთობლივი გადაწყვეტის შეთავაზება, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან და დროში ეფექტურ სამართლიანობას.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები