Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
19 ივნ 2023

იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები მოწმეთა დაკითხვაში დატრენინგდნენ

ქეით ქონიერსმა, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის მენტორმა, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის მოწმეების დაკითხვის თემაზე ტრენინგი ჩაატარა. ტრენინგი ქუთაისში, იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრში ჩატარდა და მოიცავდა როგორც სამოქალაქო, ისე სისხლის სამართლის საქმეებში მოწმეების დაკითხვას, აცილების ტექნიკებს და პროტესტს.

ქეით ქონიერსი ბოლო სამი თვის განმავლობაში თანამშრომლობდა იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის და დასავლეთ საქართველოს სხვა ბიუროებთან. მისი მუშაობა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის სისტემური ძალისხმევის ნაწილია სამსახურის შესაძლებლობების განვითარების მხარდასაჭერად. ტრენინგს ქეით ქონიერსთან ერთად უძღვებოდნენ ესმა ნორაკია, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს იურისტი და გელა სიორდია, ქუთაისის ბიუროს უფროსი. ორივე მათგანი პროგრამის მიერ ორგანიზებულ ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიის ინტენსიურ შვიდდღიან ტრენინგში მონაწილეობდა.

ტრენინგს 20 მონაწილე ესწრებოდა დასავლეთ საქართველოს ყველა ბიუროდან. ტრენინგს ასევე ესწრებოდა ალან დალი, საერთაშორისო სამართლებრივი ფონდის პროგრამის დირექტორი საქართველოში. ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილებს, მათ შორის მოწმეების პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ჯგუფურ სავარჯიშოებს.

ტრენინგამდე მონაწილეებს წინასწარ გადაეცათ საქმის მასალები საქმეში მითითებული მოწმეების პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისათვის მოსამზადებლად. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები მუშაობდნენ მცირე ჯგუფებში, რათა შეედარებინათ ინდივიდუალურად მომზადებული ინფორმაცია და ჯგუფში ერთობლივად შეემუშავებინათ საერთო კითხვები პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვისთვის. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ და ესწავლათ ერთმანეთისგან. თითოეული ჯგუფის მიერ პრეზენტაციის წარდგენისას, მონაწილეთა ნაწილი მოწმის როლებს ირგებდა. ტრენიგნის შემდგომი ნაწილი საუკეთესო პრაქტიკის შესახებ დისკუსიას და კითხვა-პასუხის სესიას დაეთმო.

„ტრენინგის შესახებ შესანიშნავი უკუკავშირი მივიღეთ. იურისტებმა პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის თაობაზე დამატებითი ტრენინგის ჩატარების სურვილიც გამოთქვეს, რადგან ეს მათი მუშაობის მნიშვნელოვანი ასპექტია. მონაწილეები კმაყოფილები იყვნენ მიღებული ინფორმაციითა და მცირე საჩვენებელი დაკითხვის სავარჯიშოთი. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა აქტიურმა მონაწილეობამ და აშკარა იყო, რომ ტრენინგისას მიღებული ინფორმაცია დაკითხვის პრაქტიკული სავარჯიშოს დროს გამოიყენეს“ - თქვა ქეით ქონიერსმა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის ამ ტრენინგით არ შემოიფარგლება და მოიცავს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობას და ტექნიკური დახმარების გაწევას საქართველოში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები