Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 დეკ 2023

იურიდიული დახმარების სამსახურმა დისკუსია გამართა მართლმსაჯულების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების შესახებ

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, ქუთაისის სამართლის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ იურიდიული დახმარების სამსახურთან (LAS) ერთად უმასპინძლა პანელურ დისკუსიას შშმ პირთა სასამართლო ხელმისაწვდომობის თაობაზე.

შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლები, იურისტები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, 50 მონაწილე იმერეთის რეგიონიდან.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბ ბოუმენმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის სასამართლოზე წვდომის უფლების მნიშვნელობა. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელოვან როლს სერვისების სათანადო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად და საზოგადოების პასუხისმგებლობას შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, დავით სიმონიამ და ხაზი გაუსვა სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობას მოწყვლადი ჯგუფებისთვის სათანადო ადაპტირებული გარემოს შექმნის თაობაზე. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ინიციატივებს მათი ბენეფიციარებისთვის იურიდიული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

იურიდიული დახმარების სამსახურის ზეტაფონის ბიუროს ხელმძღვანელმა, გელა ბერაძემ და ქუთაისის ბიუროს ხელმძღვანელმა, ესმა ნორაკიამ განმარტეს შშმ პირთა უფლებების დაცვის მნიშვნელობა და სამსახურის როლი ამ პროცესში. მათ აღნიშნეს, რომ გასული სამი წლის განმავლობაში სამსახურმა გასწია საკონსულტაციო და საადვოკატო მომსახურება დაახლოებით 16,000 საქმეზე საქართველოს მასშტაბით. მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ სამსახურის მიერ შიდა სამოქმედო გეგმის მიღება, შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, სხვადასხვა ვალდებულებებით, მათ შორის, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობისა და სასამართლოში წარმომადგენლობის გაფართოებას უზრუნველყოფს. სამსახურმა ასევე შექმნა ვებგვერდი (https://www.children.las.ge/) სრულად ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა, დარინე სალდაძემ სააღსრულებო და ადმინისტრაციული ორგანოების პროცედურებში არსებული გამოწვევები განიხილა. მან ხაზი გაუსვა მხარდამჭერის ინსტიტუტის დაბრკოლებებს და დაასახელა სასამართლო პრაქტიკაში არსებული საკითხები, სადაც შშმ პირთა უფლებები არაადეკვატურად არის დაცული და გადაწყვეტილებები არ არის სათანადო დასაბუთებული. დარინე სალდაძემ ასევე აღნიშნა, შშმ პირებთან დაკავშირებულ საქმეებში არსებული გამოწვევები, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სამართალდამცავ ორგანოებში. განსხვავებული ინტერპრეტაციები და მიდგომები შშმ პირთა უფლებებთან და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გამოვლინდა, როგორც ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლიდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს თავიანთი უფლებების ეფექტურად დაცვაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები