Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 - 19 ივლ, 2024

იურიდიული ეთიკის საერთაშორისო კონფერენცია 2024 ხაზს უსვამს იურიდიულ პროფესიაში ციფრული გამოწვევების და კონფიდენციალურობის მნიშვნელობას

ამსტერდამის სამართლის სკოლამ 17-19 ივლისს იურიდიული ეთიკის საერთაშორისო კონფერენციას (ILEC) უმასპინძლა, რომელიც პირველად ჩატარდა ევროპაში. კონფერენცის მთავარი მიზანი იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მართლმსაჯულების სისტემის დიგიტალიზაციის პროცესში არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა იყო პროფესიულ ეთიკასთან მიმართებით.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი, სულხან-საბა ორბელიანის სამართლის სკოლის ასისტენტი თამარ ხუბულური.

კონფერენცია ეძღვნება ისეთ თემებს, როგორიცაა დიგიტალიზაცია, ინოვაცია და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა; ემპირიული და ინტერდისციპლინარული მიდგომები იურიდიული ეთიკისა და იურიდიული პროფესიის მიმართ;  ფილოსოფია და იურიდიული ეთიკა. დისკუსიები გაიმართა თემებზე გლობალიზაცია და იურიდიული პროფესია; იურიდიული პროფესიის რეგულირება; ეთიკა და სამთავრობო იურისტები; ეთიკა და იურიდიული განათლება; ეთიკა და კანონის უზენაესობა.

„სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების დაცვა, მაგრამ ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება კანონის უზენაესობის არსებითი საფუძველი და მნიშვნელოვანი პროფესიული სტანდარტია. ადვოკატის ვალდებულება არ გაავრცელოს ინფორმაცია კლიენტის თანხმობის გარეშე, იცავს კლიენტის ავტონომიურობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მაშინ ხდება, როდესაც სახელმწიფო ცდილობს მასში ჩარევას“ - აღნიშნა თამარ ხუბულურმა. მან აღნიშნა, რომ კონფერენციაზე წარმართულმა დისკუსიამ გამოავლინა, რომ პერსონალური მონაცემების დაცვაზე საზედამხედველო სამსახურებს უნდა ჰქონდეთ ადვოკატების მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შემოწმების წესები, რა დროსაც დაცული იქნება ადვოკატის პროფესიული საიდუმლოება.

ILEC 2024 მიზნად ისახავდა წვლილი შეეტანა მეცნიერულ, პროფესიულ და საჯარო დებატებში მართლმსაჯულების სექტორში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებისა და მოწესრიგების შესახებ, როგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სამართლებრივი ეთიკისა და კანონის უზენაესობის პერსპექტივიდან.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის მთავარი იურისტის  თამარ ხუბულურის კონფერენციაში მონაწილეობს მხარდაჭერა არა მხოლოდ ხაზს უსვამს საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლას არამედ ხელს უწყობს შემდგომ

თანამშრომლობას და სწავლას გლობალურ დონეზე.

საბოლოო ჯამში ეს ინვესტიცია ხაზს უსვამს USAID-ის ერთგულებას განავითაროს იურიდიულ პროფესიაში ეთიკის სტანდარტები.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები