Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
25 ივლ - 03 აგვ, 2023

იურიდიული ეთიკის საზაფხულო სკოლა 2023

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც აძლიერებს სამართლებრივი ეთიკის  შესახებ ცნობიერებას და იცავს იურიდიულ სექტორში პროფესიონალიზმის უმაღლეს სტანდარტებს. აჭარის, იმერეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სხვადასხვა რეგიონული უნივერსიტეტების ოცმა შერჩეულმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა წარმატებით დაასრულა ადვოკატთა ეთიკის საზაფხულო სკოლა 2023, რომელიც ჩატარდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

25 ივლისიდან 2 აგვისტომდე გამართულმა ამ 10-დღიანმა საგანმანათლებლო პროგრამამ მონაწილეების ყურადღება სხვადასხვა თემებზე გაამახვილა, როგორიცაა ადვოკატთა ეთიკა, სამართლებრივი წერა და დასაბუთებულობა, საპროცესო უნარ-ჩვევები და მოლაპარაკების უნარები. სტუდენტები სწავლობდნენ პრაქტიკოსი იურისტებისა და პროფესორებისგან, ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიებში, მონაწილეობა მიიღეს იმიტირებულ სასამართლო პროცესებში და ამოხსნეს სხვადასხვა სამართლებრივი ამოცანები.

„მართლაც შთამაგონებელია ამდენი რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტის ხილვა, რომლებიც მონაწილეობენ USAID-ის მიერ მხარდაჭერილ საზაფხულო სკოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებები, რომლებიც ისწავლება საზაფხულო სკოლის ამ პროგრამის ფარგლებში, მისი ინტერაქტიული ლექციებითა და საინტერესო დისკუსიებით, გზას გაუკვალავს მონაწილეებს, გახდნენ ეთიკური ლიდერები და ცვლილებების პოზიტიური აგენტები თავიანთ თემებში." – განაცხადა ნილ ვაინსტაინმა, USAID სამართალის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ნინო კონცელიძემ სკოლა პრაქტიკოს ადვოკატებთან და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) ეთიკის კომისიის წევრებთან შეხვედრებისთვის შეაქო. „პროფესიონალების მიერ გაზიარებულმა ცოდნამ გაამდიდრა ჩვენი გაგება სამართლებრივი ეთიკის შესახებ. პროგრამა მოიცავდა როგორც ლექციას ისეთ თემებზე, როგორიცაა ადვოკატის ეთიკა და მედიატორების და ადვოკატების როლი მედიაციაში, ასევე დისკუსიებსა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს, რაც სრულყოფილ სასწავლო გამოცდილებას გვთავაზობდა. მე მოვუწოდებ სხვა სტუდენტებს გამოიყენონ ასეთი შესაძლებლობები თავიანთი თეორიული ცოდნის გასაუმჯობესებლად და პრაქტიკული უნარების გასავითარებლად.”- აღნიშნა ნინომ.

„ჩემთვის, როგორც მომავალი ადვოკატისთვის, საადვოკატო ეთიკა მთავარი ღირებულებაა და საწყისი წერტილი, რომელიც ჩემი პროფესიული საქმიანობის თითოეულ საფეხურს მოიცავს. სკოლამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი ამ მიზნის მიღწევაში, რადგან სწორედ ამ სკოლის მეშვეობით შევძელი იურიდიული ეთიკის ფართო შესწავლა, ნათლად გაანალიზება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული ეთიკა ადვოკატისთვის. ამ სკოლამ მომცა ის, რის გარეშეც ადვოკატის ცხოვრება წარმოუდგენელია – ეთიკური ვალდებულებების სისტემატური ანალიზის უნარი.“ - განაცხადა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა ია გორგაძემ.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები