Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 ივლ 2024

იურიდიული ინგლისური ენის ლექტორების კვალიფიკაციის ამაღლება: პროექტის დახურვის ღონისძიება

22 ივლისს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გამართა პროექტის დასკვნითი ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავდა სამართლებრივი ინგლისური ენის ცოდნის დონის ამაღლებას საქართველოს რეგიონებში.

უნივერსიტეტის რექტორმა მამუკა თავხელიძემ მადლობა გადაუხადა USAID-სა და პროგრამას ქართველი ხალხისა და აკადემიური საზოგადოების მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტმა, არა მხოლოდ აჩვენა სამართლებრივი ინგლისურის ცოდნის ღირებულება, არამედ შთააგონა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი განეხილათ სპეციალიზებული ტერმინოლოგიების ცოდნის გაღრმავება სხვა ფაკულტეტებზეც, ვინაიდან მათ ნათლად დაინახეს პროექტის საჭიროება და თავად გახდნენ მომსწრნენი მისი წარმატებისა.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბერტ ბოუმენმა განაცხადა: „USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა მუშაობს იურიდიული განათლების გასაძლიერებლად, თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობისა და კომპეტენტური იურიდიული პროფესიონალების შესაქმნელად. პროგრამა მხარს უჭერს ამ ძალისხმევას კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად. პროექტმა, რომელიც ახლახან დასრულდა, აჩვენა იურიდიული ინგლისური განათლების მნიშვნელობა, როგორც ინსტრუმენტი იურიდიული პროფესიონალებისთვის. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ იმის მოსმენით, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პროფესორებმა გაიუმჯობესეს იურიდიული ტერმინოლოგიის ცოდნა, რაც თავისთავათ მათ სტუდენტებს წაადგებათ“.

განხორციელებულ აქტივობებსა და მათ შედეგებზე პროექტის ტრენერმა, ხატია თანდილაშვილმა, კერძოდ, მან ისაუბრა და განმარტა, თუ როგორ მოამზადა პროექტმა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ექვსი რეგიონული უნივერსიტეტის 13 ლექტორი.

პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტები არიან: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი), თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ტრენინგების მონაწილეებმა სამართლის არსსა და პრაქტიკის შესახებ შეიძინეს ცოდნა. ისინი გაეცნენ შესაბამის ლექსიკას ადამიანის უფლებათა სამართლის, დავების ალტერნატიული გადაწყვეტის, კონსტიტუციური სამართლის, ევროპული სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საკონტრაქტო სამართლის, კომერციული სამართლის, შრომის სამართლის, საბანკო სამართლის და ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სფეროებისთვის. თავად ლექტორებმა გაიღრმავეს ცოდნა ძირითად ინგლისურ სამართლებრივ ტერმინოლოგიებსა და ფრაზებში, გაეცნენ სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებს და სახელმძღვანელოებს და მოამზადეს ყოვლისმომცველი სილაბუსები ახალ სახელმძღვანელოებსა და ავთენტურ მასალებზე დაყრდნობით.

ლექტორების კვალიფიკაციის გაუმჯობესების შედეგად, უნივერსიტეტის ბევრ სტუდენტი უკეთ დაეუფლება პროფესიულ სამართლებრივ ინგლისურ ენას და ექნება მეტი შესაძლებლობა, კონკურენცია გაუწიოს სამუშაოს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო სამუშაო ბაზარზე. მათ ასევე შეეძლებათ უფრო მაღალი

ღონისძიების ყველა დამსწრე სიტყვით გამოვიდა შეხვედრაზე და შეაქო პროექტი არა მხოლოდ პროექტის მონაწილეთა სამართლებრივი ინგლისურის გაუმჯობესებისთვის, არამედ უნივერსიტეტებს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარებისთვისაც.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები