Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 მარ 2024

იურიდიული სკოლები და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სამართლის დარგობროვ მახასიათებელს იხილავს

2024 წლის 14 მარტს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელშეწყობით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა (NCEQE) და საქართველოს სხვადასხვა სამართლის სკოლების 35 წარმომადგენელთა შორის გაიმართა შეხვედრა, რათა განეხილათ სამართლის დარგობრივი მახასიათებელი, რაც სამართლის სკოლის პროგრამებისთვის ხარისხის საბაზისო მოთხოვნებსა და მათ განსახორციელებლად საჭირო მითითებებს განსაზღვრავს.

NCEQE-მ „დარგობრივი მახასიათებელი“ 2020 წელს სამართლის სკოლის კურსდამთავრებულების მინიმალური კომპეტენციების განსასაზღვრად მიიღო. თუმცა, გამოცდილებამ აჩვენა, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლები და აკრედიტაციის ექსპერტები არაერთგვაროვნად განმარტავდნენ ზოგიერთი კრიტერიუმს, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია აკრედიტაციის ექსპერტებისა და პროცედურის მიმართ.

დარგობრივ მახასიათებელში გამოყენებული ტერმინების გარკვევისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისა და აკრედიტაციის ექსპერტების მიერ მათი ერთგვაროვანი გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, პროგრამამ დააფინანსა ადგილობრივი ექსპერტი ლევან მოსახლიშვილი “სამართლის დარგობრივი მახასიათებლის” სახელმძღვანელოს შესაქმნელად.

14 მარტის შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს როგორც სახელმძღვანელოში გაწერილი პრინციპები, ასევე თავად დარგობრივი მახასიათებლების განახლების აუცილებლობა.

ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა მარგიშვილმა აღნიშნა, რომ 2026 წელი ყველა იურიდიული პროგრამის აკრედიტაციის წელია და გამოთქვა მზადყოფნა და ღიაობა ჩაერთოს შემდგომ დისკუსიაში სამართლის დარგობრივი მახასიათებლის გადასახედად და აკრედიტაციის პროცესის გასაუმჯობესებლად.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები