Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ივლ - 02 აგვ, 2024

იურისტების მომავალი თაობის გაძლიერება საზაფხულო ბანაკი ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის მომავალ თაობას გააღრმავოს ცოდნა და იზრუნოს განვითარებაზე

29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით „იურისტების მომავალი თაობის გაძლიერება.“ ღონისძიებამ ერთი კვირის განმავლობაში გააერთიანა 38 სტუდენტი-პარალეგალი აჭარიდან, იმერეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან ცოდნის გაღრმავების, პიროვნული ზრდის და კომუნიკაციის გაზრდის მიზნით.  

ბანაკი დაიწყო ბავშვთა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საქმეების მიმოხილვით. სპეციალურად მოწვეულმა მომხსენებლებმა, მათ შორის მოსამართლე რენატე ვინტერმა (ავსტრიელი მოსამართლე, სიერა-ლეონეს სპეციალურ სასამართლოში და ექსპერტი საოჯახო სამართლის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემების, ქალთა მართლმსაჯულებისა და ბავშვთა შრომის საკითხებზე) და ქეთევან მესხიშვილმა (თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე), საფუძვლიანად მიმოიხილეს და იმსჯელეს სამართლის აღნიშნულ საკითხებზე.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან მწერლები დათო ტურაშვილი და სალომე ბენიძე, ჟურნალისტი დავით გორგილაძე, სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და არასამთავრობო ორგანიზაციიდან "საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის" წარმომადგენელი ქეთევან ჩართოლანი. მომხსენებლებმა მონაწილეებს გაუზიარეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქალთა უფლებებზე, სიტყვის თავისუფლებაზე, შეკრების თავისუფლებაზე და სასამართლოს როლზე სამართლის უზენაესობის დამკვიდრებაში. სესიები აერთიანებდა თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ რჩევებთან ერთად, რაც ხელს უწყობდა მონაწილეების ცნობიერების გაღრმავებას მნიშვნელოვან საკითხებზე.

დისკუსიებმა, განსაკუთრებით ქეთევან ჩართოლანისა და სალომე ბენიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეებს გააცნო ცვლილებების მომტანი ქალების ისტორიები საქართველოდან. ამ დისკუსიებმა გამოკვეთეს შეკრების თავისუფლების მნიშვნელობა და სამოქალაქო აქტივიზმის გავლენა პოლიტიკის ფორმირების პროცესში – თემები, რომლებიც დღევანდელ საქართველოში ძალიან აქტუალურია.

ბანაკის ერთ-ერთი გამორჩეული ღონისძიება იყო სამაგიდო თამაშების (USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით შექმნილი) კონკურსი, რომელიც იმერეთში დაფუძნებულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ "ინფორმაციული დეველოპერული ჰაბმა" მოაწყო. ამ ფორმატის სწავლებამ მონაწილეებს საშუალებას მისცა გაცნობოდნენ ბავშვთა და ქალთა უფლებებს, რელიგიის თავისუფლების საკითხებს ინტერაქტიული სავარჯიშოს დახმარებით.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ იურიდიული განათლების მიღებასთან ერთად, ბანაკი ღირებული იყო 21-ე საუკუნის ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ემოციური ინტელექტი, სტრესის მართვა და ეფექტური კომუნიკაცია. ეს კომპეტენციები მნიშვნელოვანია სტუდენტი-პარალეგალების მომავალი წარმატებისთვის, როცა ისინი იურიდიულ კარიერაში წინ წავლენ. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სხვადასხვა რეგიონიდან თანატოლებთან დაკავშირება, გამოცდილების გაზიარება და გამოწვევებზე საუბარი, მათთვის მნიშვნელოვანი ცოდნა და ახალი კავშირების ჩამოყალიბების შესაძლებლობა გახდა.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები