Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 სექ 2023

კარიერული საუბარი იურიდიული პროფესიის როლზე

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ გამართა კარიერული საუბრები ქუთაისში, პირველკურსელი სტუდენტებისთვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის უნივერსიტეტში.

2023-2024 სასწავლო წელი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ამ დღეს დაიწყო. ორივე უნივერსიტეტის 200-ზე მეტ სტუდენტს საშუალება ჰქონდა მოესმინათ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) თავმჯდომარე დავით ასათიანის და იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) პირველი მოადგილე ნინო მელაძისთვის.

პრეზენტაციაზე GBA-ს თავმჯდომარემ აღნიშნა ადვოკატის პროფესიის შესახებ, სადაც ხაზი გაუსვა მის როლს, როგორც მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისა და კანონის უზენაესობის გარანტზე. მან დამსწრე საზოგადოებას შეახსენა 1918 წლის 26 მაისი, როდესაც თბილისის ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, დააარსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომ, ორი წლის განმავლობაში უზენაეს სასამართლოს ხელმძღვანელობდა დავით ხელთუფლიშვილი, რომელიც მოგვიანებით ბოლშევიკურმა რეჟიმმა სიკვდილით დასაჯა.

„ადვოკატის პროფესია თვითრეგულირებადია, მრავალ სარგებელს სთავაზობს მოქალაქეებს, მაგრამ ასევე შეიცავს მაღალ პასუხისმგებლობას, ემსახუროს კლიენტის ინტერესებს პატიოსნად და საუკეთესოდ წარმოადგინოს მისი ინტერესები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ფარგლებში. ამავდროულად, ადვოკატი მოქმედებს, როგორც შუამავალი სახელმწიფო ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის, გულმოდგინედ უზრუნველყოფს მოქალაქეების უფლებების სათანადო დაცვას“, - განაცხადა ასათიანმა.

მან ხაზი გაუსვა პროფესიული ეთიკის წესების მნიშვნელობას, რომელიც ყველა ადვოკატმა უნდა დაიცვას. ადვოკატებმა თავი უნდა აარიდონ ინტერესთა კონფლიქტს და უნდა ემსახურონ კლიენტებს კეთილსინდისიერად, მათი საუკეთესო ინტერესების დასაცავად. ამის შეუსრულებლობა არა მხოლოდ აზიანებს ადვოკატის რეპუტაციას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს იურიდიული საზოგადოების პროფესიულ მთლიანობასა და ერთიანობას. პროფესიაში წარმატების მთავარი განმსაზღვრელი მდგომარეობს ადვოკატის სამუშაო დისციპლინის მაღალ დონეზე და კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის არ გამჟღავნებაში.

LAS-ის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ ისაუბრა ადვოკატის გადამწყვეტ როლზე კანონის უზენაესობის პრინციპების დაცვასა და მართლმსაჯულების ხარისხის უზრუნველყოფის საქმეში. მან ხაზგასმით აღნიშნა, "მოსამართლეები არის ის პირები, ვინც განმარტავენ კანონს  და იღებენ გადაწყვეტილებებს, მაგრამ ადვოკატთა წვლილი შეუცვლელია კანონის შესაბამისად სამართლიანი გადაწყვეტილებებისა და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებაში. გარდა ამისა, მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია ადვოკატთა პროფესიონალიზმზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული სასამართლო პროცესის არასათანადო გაჭიანურება და უზრუნველყოფილი იყოს წერილობითი ან ზეპირი არგუმენტებისა და მტკიცებულებების დროული წარდგენა."

დასასრულს, GBA-ს თავმჯდომარე დავით ასათიანი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი შეთანხმდნენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე ქუთაისში ხარისხიანი იურიდიული განათლების მხარდასაჭერად, რაც ასევე მეტი პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას შეუწყობს ხელს უნივერსიტეტების სასწავლო გეგმაში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები