Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 ოქტ 2023

კარიერული საუბრები მომავალი იურისტებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა, ბათუმის კანონის უზენაესობის ჰაბის ფარგლებში, აგრძელებს თემატური  საუბრების მხარდაჭერას სახელწოდებით კარიერა იურიდიულ პროფესიაში.

ამჯერად პროგრამამ, იურიდიული დახმარების სამსახურთან  (LAS) და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლა ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 90-ზე მეტმა სტუდენტმა, მათ შორის ბათუმის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებმა ამავე სკოლების სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან ერთად. 

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებს  შესაძლებლობა  ჰქონდათ შეხვედროდნენ  ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძეს, იურიდიული დახმარების სამსახურის  დირექტორს დავით სიმონიას, ამავე სამსახურის  ბათუმის ბიუროს ხელმძღვანელს იამზე ზანდარაძეს და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელს   გიორგი ჩხეიძეს. 

ღონისძიება გახსნა USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ. მან ისაუბრა  მნიშვნელოვან  როლზე, რომელსაც ახალგაზრდა თაობა ასრულებს სამრთლებრივი  სახელმწიფოს მშენებლობაში, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

მონაწილეებმა მოისმინეს იურიდიული პროფესიის შესახებ და თუ რა მნიშნელოვან როლს ასრულებენ მოსამართლეები და ადვოკატები სამართლიანი საზოგადოების მშენებლობაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები ეხმარება  ახალგაზრდებს    ინფორმირებული კარიერული არჩევანის გაკეთებაში საკუთარი ინტერესების და უნარების მიხედვით. 

აღსანიშნავია, რომ USAID  სამართლის უზენაესობის პროგრამის ვაქციოთ კანონი  ყველასთვის ხელმისაწვდომი - პარალეგალების ინიციატივის სტუდენტი-პარალეგალი ნინო გუგესაშვილი და ია გორგაძე მონაწილეობდნენ შეხვედრაში, რომლებმაც  შეკრებილ ახალგაზრდებს გაუზიარეს ინფორმაცია პარალეგალების  პროექტის აქტივობების შესახებ  და საკუთარი გამოცდილება პროექტში შეძენილ თეორიულ და პრაქტიკულ უნარებთან დაკავშირებით.

მომხსენებლების პრეზენტაციების შემდეგ, სტუდენტები აქტიურად  ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში. მათ გამოხატეს დიდი ინტერესი სხვადასხვა თემების მიმართ, როგორიცაა წარმატებული იურიდიული  კარიერისთვის აუცილებელი უნარები, რა გზის გავლაა საჭირო მოსამართლის პროფესიაში შესვლამდე,  ადვოკატის როლის ფუნდამენტური პრინციპები და ზოგადათ იურისტის პროფესიის ეთიკურ ნორმებსა და ვალდებულებებზე.

კარიერა იურიდიულ პროფესიაში თემატური საუბრები ხელს უწყობს  საინფორმაციო შეხვედრებს ადგილობრივ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს შორის და  უზრუნველყოფს ღია დიალოგს სხვადასხვა აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე. USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ეს არის მეთორმეტე კარიერული საუბარი, 11 აჭარის რეგიონში და ერთი ქუთაისში.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები