Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 სექ 2023

კვლევის პრეზენტაცია - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე

26 სექტემბერს, ორგანიზაცია ილიას სამართლის სახლმა (ილიასმა), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით კვლევის - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე - შედეგების პრეზენტაცია გამართა.

USAID სამართლის უზენაესობის  პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ მის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა: „30 წელზე მეტია, USAID ეხმარება საქართველოს დემოკრატიის, მართმსაჯულების და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში. მართლმსაჯულების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლის გაძლიერება და სასამართლოს გამჭვირვალობის ხელშეწყობა არის ჩვენი პროგრამის ერთ-ერთი მიზანი. ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ რა სჭირდება სხვადასხვა სოფლის თუ ქალაქის მოსახლეობას, კონკრეტულ ინდივიდებს, იმისათვის, რომ მათ ეფექტიანად შეძლონ მართლმსაჯულებაზე წვდომა. წვდომა არ უნდა იყოს მხოლოდ ფურცელზე, წვდომა უნდა იყოს რეალობაში და პრაქტიკის დონეზე აღსრულებადი, იმისათვის, რომ ადამიანებმა მიიღონ ის სერვისები რაც მათთვის არის განკუთვნილი და დაიცვან მათი უფლებები.“

ილიას სამართლის სახლის   ხელმძღვანელმა, ელენე სიჭინავამ, საჯარო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კვლევის მთავარი მიგნებები გაუზიარა. კვლევაში თავმოყრილია ის საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და ფინანსურ ბარიერები, რასაც ქალები  მამობის დადგენის, ალიმენტის განსაზღვრისა და ქონების გაყოფის დავებზე ეფექტიანი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პროცესში აწყდებიან.

კვლევის ფარგლებში ილიასმა შეისწავლა საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოების 151 გადაწყვეტილება, გამოჰკითხა 30 ქალი, რომელთაც ამ ტიპის დავებში მიუღიათ მონაწილეობა და 91 პროფესიონალი, მათ შორის ადვოკატები, მოსამართლეები, სოციალური მუშაკები და მედიატორები. ილიასმა ასევე შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობა, საერთაშორისო ინსტრუმენტები, და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები. 

დოკუმენტის თანახმად, „გენეტიკური გამოკვლევის ჩატარება ბავშვის მამობის განსაზღ­ვრის მიზნით, მძიმე ფინანსური ტვირთია ქალისთვის. ამასთან, მამობის დადგენის შედეგად, მაშინაც თუკი მამა არ მონაწილეობს ბავშვის რჩენაში, დედა კარგავს მარტოხელა მშობლისთვის გათ­ვალისწინებულ სოციალური დაცვის გარანტიებს. საალიმენტო საქმის განხილვისას სასამართლო არ იკვლევს ბავშვის ინდივიდუ­ალურ საჭიროებებს, თითოეული მშობლის მიერ ბავშვზე ზრუნვისთვის გამოყოფილ დროს და სხვა ფაქტორებს. გადაწყვეტილების გამოტანისას მისთვის ამოსავალი წერ­ტილია მოპასუხის ოფიციალური ფინანსური მდგომარეობა. ცალკე პრობლემაა ალიმენტვალდებული მამა­კაცის შემოსავლების დამტკიცება, როდესაც ის არაფორმალურად არის დასაქმე­ბული.“ „სამწუხაროდ, არ არის დადგენილი ბავშვის საარსებო მინიმუმი, რომლითაც იხელმძღვანელებდა მოსამართლე ალიმენტის ოდენობის დადგენის პროცესში. თუკი მოპასუხე ნებაყოფლობით არ ასრულებს საალიმენტო ვალდებულებას, უკიდურესად პრობლემურია მისი იძულებით აღსრულება. ეს იმის გამო, რომ საჯარო რეესტრში უმეტესწილად  მამაკაცი არის დაფიქსირებული მესაკუთრედ, ის ასხვისებს ქონებას განქორწინებამდე ან მის პროცესში, რათა ყოფილი მეუღლე ქონების წილის გარეშე დატოვოს. მიუხედავად იმისა, რომ ქალისთვის ერთ დღესაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ის ამ კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილებას თვეობით ელოდება.“ - აღნიშნულია კვლევაში.

ღონისძიებაზე, ილიას სამართლის სახლის წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს რეფორმის კონცეფციაზე, რომლის განხორციელებაც არსებითად გაუმჯობესებს მხარეებისთვის, განქორწინებასთან და მამობის დადგენასთან დაკავშირებულ სამართლიანობის უზრუნველყოფას. ორგანიზაციის გუნდი, მომავალშიც გააგრძელებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას, წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულების მიღწევის მიზნით. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები