Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
17 იან 2024

კვლევის პრეზენტაცია: საქმეთა გაჭიანურების პრობლემა საქართველოს საერთო სასამართლოებში

დემოკრატიის ინდექსი - საქართველომ საზოგადოებას საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეების განხილვის გაჭიანურების გამომწვევი მიზეზების შესახებ კვლევის შედეგები წარუდგინა. დოკუმენტი დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფთან თანამშრომლობითა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მომზადდა.  

ღონისძიებას 60-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო  ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, პარლამენტის და უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლები და სამართლის სპეციალისტები დაესწრნენ.  

გახსნით სიტყვაში USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩხეიძემ ხაზი გაუსვა მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების გაზრდასთან ერთად, სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდისა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ბარიერების აღმოფხვრის მნიშვნელობას.

დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ციმაკურიძემ აღნიშნა, რომ კვლევაში გამოვლენილია მართლმსაჯულების დროულად მიღების შეფერხების მიზეზები. ძირითადად ჭიანურდება ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავების განხილვა, ასევე სისხლის სამართლის საქმეები, სადაც ბრალდებულს არ აქვს შეფარდებული პატიმრობა.

კვლევის პროცესი მოიცავდა ინტერვიუს 30-ზე მეტ პრაქტიკოსთან. გამოიკითხა 200-მდე რესპონდენტი, მათ შორის მოსამართლეები, ადვოკატები, არბიტრები, საჯარო უწყებების იურისტები. გამოკითხულთა ნაწილმა შეავსო ონლაინ კითხვარები.

კვლევის ავტორებმა, მაია ბაქრაძემ და კახა წიქარიშვილმა კვლევის მიგნებებზე ისაუბრეს. კვლევის თანახმად, არ არსებობს მოსამართლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული საქმეთა ნაკადის მართვის ერთიანი სისტემა. არ ხდება მოსამართლეებისთვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პერიოდული გადამზადება, ტექნოლოგიებით და დამხმარე ადამიანური რესურსით უზრუნველყოფა. მოსამართლეების ერთადერთი მოტივატორი ხალხის წინაშე არსებული პროფესიული პასუხისმგებლობაა.

კვლევაში ასევე, საუბარია საქართველოს საპროცესო კანონმდებლობაზე, რომელიც მოძველებულია და არ შეიცავს საქმეთა ნაკადის ეფექტიანი მართვის და მოსამართლეთა განტვირთვის საკმარის რეგულაციებს. რიგ შემთხვევებში, მოსამართლეები არაეფექტიანად იყენებენ სხდომათა გადადების პრევენციის არსებულ საკანომდებლო მექანიზმებს. ამასთან, აღინიშნა, რომ არ არსებობს პროცესის განზრახ გაჭიანურებაზე ადვოკატების პროფესიული პასუხსმგებლობის დაკისრების მექანიზმი. ასევე, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომლითაც მოქალაქე მოახერხებს  პროცესის დაჩქარებას ან საქმის გაჭიანურებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას. 

კვლევის მიხედვით, ტერიტორიისა და დატვირთვის განსხვავებულობის მიუხედავად, საქართველოს პირველი ინსტანციის სასამართლოთა უმრავლესობა ვერ ახერხებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონით დადგენილი 5-თვიანი საგამონაკლისო მაქსიმალური ვადის დაცვას. ზემდგომი ინსტანციების სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის სავარაუდო ხაგრძლივობა საანგარიშო პერიოდის (2017-2022 წლები) განმავლობაში 3-10 თვემდე მერყეობს. კვლევაში მოცემულია, რომ საქმეთა განხილვის სავარუდო საშუალო ხანგრძლივობა წლების განმავლობაში ზრდადია -- 2018-დან 2020 წლამდე ხანგრძლივობა გაიზარდა და 400 დღეს გადააჭარბა.

დოკუმენტში ავტორები მიუთითებენ, რომ სასამართლო სისტემა სათანადოდ არ უწყობს ხელს დავის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) განვითარებას, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად განტვირთოს სასამართლო.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები