Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
12 ივლ 2023

კლინიკური სამართლებრივი განათლების კონფერენცია

10 ივლისს, წყალტუბოში გაიმართა კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამასა და ნორსვესტერნ უნივერსიტეტის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 15 უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, რომლებმაც იმსჯელეს  კლინიკურ იურიდიულ განათლებაზე, გააზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს გამოწვევების გადაჭრასა და გზების შესწავლაზე, სადაც მოხდა გამოცდილი კლინიკების მიერ პრაქტიკული მაგალითების მიწოდება უნივერსიტეტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საკუთარი იურიდიული კლინიკების დაარსებით.

ღონისძიება დაიწყო პროგრამის იურიდიული განათლებისა და ადვოკატთა რეფორმის სპეციალისტის, მარიამ ვარდოსანიძისა და ნორთვესტერნ უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორის, ბრიჯიტ არიმონდის მისასალმებელი სიტყვებით. მათ ხაზი გაუსვეს კლინიკური იურიდიული განათლების და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„იურიდიული სკოლის კლინიკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ როგორც პედაგოგიური, ასევე სოციალური სამართლიანობის მიზნების შესრულებაში. პედაგოგიურად, კლინიკები ასწავლიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც იურისტებს სჭირდებათ იურისპრუდენციის პრაქტიკაში, ამავდროულად გააღრმავებენ სტუდენტების გაგებას იურიდიული დოქტრინის შესახებ რეალურ სიტუაციებში ამ დოქტრინის გამოყენებით. ამავდროულად, კლინიკები ემსახურება სოციალური სამართლიანობის კრიტიკულ მიზანს – უზრუნველყოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა დაუცველი მოსახლეობისთვის“. - აუხსნა დამსწრეებს ბრიჯიტ არიმონდმა.

კონფერენციის მსვლელობისას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაო სესიაში, რათა გადაეჭრათ კლინიკური სამართლებრივი განათლების წინაშე მდგარი გამოწვევები საქართველოში. მონაწილეებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, დაადგინეს დაბრკოლებები და გაცვალეს იდეები გაუმჯობესების პოტენციურ სტრატეგიებზე. სესიის თანამშრომლობითმა ბუნებამ წაახალისა დისკუსიები და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო გამოცდილების, მეთოდოლოგიებისა და გამოწვევების გაზიარება სტუდენტების მუშაობის შეფასებისას. ამ სესიებმა წარმოადგინეს შეფასების ეფექტური სტრატეგიები და იურიდიული კლინიკური განათლების უწყვეტი გაუმჯობესების მნიშვნელობა.

საპანელო დისკუსიას სტაჟირების ეფექტურობის შესახებ მოდერატორობას უწევდა პროფესორი არიმონდი. პანელისტებმა, მათ შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (SEU) სამართლის სკოლის დეკანმა თეა ჯუღელმა და იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა მარიამ ბურკაძემ, გამოიკვლიეს სტაჟირების პროგრამებთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები. დისკუსიამ ნათელი მოჰფინა პრაქტიკული პროგრამებით სწავლების მნიშვნელობას და მის გავლენას სტუდენტთა იურიდიულ განათლებაზე.

დასკვნით სიტყვაში დეკანმა ჯუღელმა შეაფასა კონფერენცია და აღნიშნა: „კონფერენციამ მნიშვნელოვანი დემონსტრირება მოახდინა იურიდიული კლინიკების თანამშრომლობისა და საერთო გამოწვევებისა და საკითხების გადაჭრის აუცილებლობის შესახებ, რომლის საბოლოო საბოლოო მიზანი საქართველოში კლინიკური სამართლებრივი განათლების გაღრმავება უნდა იყოს.“

კლინიკური იურიდიული განათლების კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო საქართველოში თანამშრომლობის, გამოცდილების გაზიარებისა და იურიდიული კლინიკების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის კუთხით. რეგიონული იურიდიული კლინიკებს შორის დისკუსიები, პრაქტიკული მაგალითების განხილვა და მათი შეფასება მნიშვნელოვანია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მომავალ პროგრამულ ინტერვენციების განსაზღვრისთვის.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები