Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
24 - 25 მაი, 2022

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის შეხვედრა გამართა

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში სამოქალაქო საზოგადოების, USAID/საქართველოს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და მედიის 27 წარმომადგენელი მონაწილეობდა. მონაწილეებმა განიხილეს კოალიციის გეგმები, სამომავლო ადვოკატირების სტრატეგია და სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გახსნით სიტყვაში USAID/კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა, რუსუდან ტაბატაძემ, ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლს სამართლიანი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პროგრამა მხარს დაუჭერს  სამოქალაქო საზოგადოების ადვოკატირების ინიციატივებს.

2022 წლის მაისში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, რომელიც კოალიციის სამდივნოს ფუნქციას ასრულებს, ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც მიზნად ასახავდა კოალიციის მუშაობის შესაბამისობისა და ეფექტურობის შესწავლას, ასევე მომავალი საქმიანობის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენას. შეხვედრის მონაწილეებმა კვლევის შედეგები განიხილეს. 

კოალიციის სამომავლო კომუნიკაციის მეთოდების განსაზღვრაში მონაწილეობდნენ მედიის წარმომადგენლები. შეხვედრის დასასრულს კოალიციის წევრებმა მოკლე და გრძელვადიანი მიზნები დასახეს.

img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 - 15 ივნ, 2024

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებმა მედიაციის შესახებ ტრენინგი გაიარეს

აღნიშნული ინიციატივის დახმარებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერაა მხარდაჭერილი, მედიაციის უნარების გაუმჯობესება და საქართველოში კერძო მედიაციის სისტემის განვითარების ხელშეწყობა მოხდება.  

სრულად
img
02 სექ 2024

საქართველოს სასამართლოს გუშაგი მოქალაქეთა მიერ სასამართლოს მონიტორინგის პროექტის მეორე ფაზას იწყებს

მონიტორინგი განხორციელდება როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების შემდგომ პერიოდში.

სრულად
img
05 - 08 აგვ, 2024

დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა საქართველოში სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი ცნობიერების გასაძლიერებლად

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ოცდაცხრა ახალგაზრდამ ცოტა ხნის წინ დაასრულა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების საზაფხულო სკოლა.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები