Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
15 სექ 2023

კონფერენცია სასამართლოს როლის შესახებ სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის დაძლევაში

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას მართლმსაჯულების ისნსტიტუტების გავლენის შესახებ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე 

2023 წლის 13 სექტემბერს, დემოკრატიული ინსტიტუტების კვლევის ცენტრმა (DIRC), პროგრამის მხარდაჭერით, მოაწყო კონფერენცია სასამართლო ხელისუფლების როლის გასაანალიზებლად მოქალაქეთა სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევაში.

ღონისძიებამ სოციალური სამართლიანობის საკითხებით დაინტერესებულ პროფესიონალებს ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება მისცა.

თავის გახსნის სიტყვაში DIRC-ის წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა მომხსენებლებს და მონაწილეებს მოუწოდა განეხილათ საკითხები რომლებიც მართლმსაჯულებისა და სოციალური კეთილდღეობის სფეროებს ერთმანეთთან აკავშირებს. მათ შორის სასამართლოს როლი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის პრობლემების მოგვარებაში.

ნილ ვაინშტაინმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ ორგანიზაციის აქტივობები თანხვედრაშია პროგრამის მოქალაქეებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების კონცეფციასთან. ნილ ვაინშტაინმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამის მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ, რომელიც სასამართლოს მომხმარებლების საჭიროებებზე არის მორგებული.

შეხვედრას 30-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები და მოსამართლეები. დამსწრეებმა განიხილეს სოციალური სახელმწიფოსა და მართლმსაჯულების სისტემას შორის არსებული კავშირები; ასევე, ისეთი საკითხები, რომელიც ეხება სასამართლოს როლს სესხებთან და გამოსახლებასთან დაკავშირებულ დავებში. ისაუბრეს სოციალური დახმარების სისტემაზე და სასამართლოს პრაქტიკაზე.

კონფერენციის პირველი პანელი დაეთმო სოციალური სახელმწიფოს ცნებას საქართველოს კონსტიტუციაში. დისკუსია გაგრძლედა ქვეყანაში ჭარბვალიანობით გამოწვეულ პრობლემებზე და  გამოწვევებზე საუბრით. აღინიშნა, რომ ვალის გადაუხდელობის ყველაზე სერიოზული უარყოფითი შედეგები გამოსახლებასთან არის დაკავშირებული. ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო აქტორები  გამოსახლების თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა რეკომენდაციას სთავაზობენ მხარეებს. მაგალითად, დამატებითი მოლაპარაკება, სესხების რესტრუქტურიზაცია და ა.შ. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ სასამართლოებმა უნდა გაითვალისწინონ მსესხებლების ინდივიდუალური საჭიროებები და სასამართლოს გადაწყვეტილებების გავლენა მხარეებზე.

ღონისძიებაზე ასევე განიხილეს სოციალური დახმარებისა და სასამართლო პრაქტიკასთან დაკავშირებული საკითხები. მომხსენებლებმა წარმოადგინეს სტატისტიკა, რომელიც ეხება საქართველოში სოციალურად დაუცველ პირებს და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს. სტატისტიკის მიხედვით, მოსახლეობის მესამედი სოციალურად დაუცველთა რეესტრშია რეგისტრირებული, ზოგიერთ რეგიონში კი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. პრობლემურია სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად საჭირო სარეიტინგო ქულების გამოთვლის მეთოდოლოგიაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომიამ დამსწრეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება სესხებთან დაკავშირებული სასამართლო დავების შესახებ. ამავე სასამართლოს მოსამართლე დავით წერეთლის თქმით: „მოსამართლისთვის გაუგებარია მეთოდოლოგია, როგორ ითვლება პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის რეიტინგი. ეს მეთოდოლოგია დასახვეწია და უნდა იყოს გამჭვირვალე ყველასთვის.“

კონფერენცია DIRC-ის მიერ პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დასკვნითი ღონისძიება იყო. პროექტი მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ადვილად გასაგებ ენაზე საინფორმაციოა მასალების მომზადებით. მომზადებული საინფორმაციო მასალა ეხებოდა ისეთ თემებს, როგორიცაა მართლმსაჯულების სექტორის წარმატებები და გამოწვევები, რეფორმებთან დაკავშირებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებები და ამ სფეროში მსოფლიოში მიმდინარე დისკუსიები.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები