Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
29 მაი 2023

კონფერენცია სტუდენტებისათვის სახალხო დამცველის აპარატის როლის გასაცნობად

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. განსახილველი თემა იყო: სახალხო დამცველის აპარატის როლი და განვითარების პერსპექტივები.

კონფერენციამ საშუალება მისცა ოცდათხუთმეტ სტუდენტს, გაეგო სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელოვანი როლი და მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობა. კონფერენცია შედგებოდა ორი პანელისაგან, თითოეულში მონაწილეობდნენ საინტერესო მომხსენებლები.

პირველ პანელში მონაწილეობდნენ თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი მშვენიერაძე; ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე; და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თეიმურაზ ტუღუში.

მეორე პანელს ხელმძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი და საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ხმალაძე, თავისუფალ უნივერსიტეტში მოწვეულ ლექტორ, გიორგი ბერაიასთან ერთად.

კონფერენციას უძღვებოდა თავისუფალი უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე (2017-2023). ღონისძიების განმავლობაში მომხსენებლები ჩართულნი იყვნენ მნიშვნელოვან დისკუსიებში, რომელიც მოიცავდა თემების ფართო სპექტრს. თემები მოიცავდა საქართველოში სახალხო დამცველის ისტორიულ განვითარებას და ევოლუციას, საკანონმდებლო ბაზას და დაწესებულების საქმიანობის სფეროებს, სახალხო დამცველის კონსტიტუციურ მნიშვნელობას, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესს, სახალხო დამცველის წინაშე არსებული გამოწვევებს და ინსტიტუტის ურთიერთობას, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

თითოეული პანელის დასასრულს, მომხსენებლებმა პასუხები გასცეს დამსწრეების მიერ დასმულ შეკითხვებს. დასმული კითხვები ეხებოდა სახალხო დამცველის საქმიანობას, მათ შორის საკანონმდებლო რეგულაციას, საარჩევნო პროცესს და მის ფუნქციონირებას. მონაწილეებმა, ასევე აქტიურად განიხილეს სახალხო დამცველის აპარატის განვითარების პერსპექტივები, გამოიკვლიეს გაუმჯობესებისა და წინსვლის პოტენციური გზები. ამ კონფერენციის საშუალებით, სტუდენტებმა შეაფასეს სახალხო დამცველის აპარატის მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას ეს ინსტიტუტი.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები