Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
02 - 12 ივლ, 2024

მართლმსაჯულების საკითხების ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა რეგიონებში მართლმსაჯულების სისტემის გამოწვევებზე ისაუბრეს

2024 წლის 2-12 ივლისის პერიოდში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქუთაისში, ბათუმში, თელავსა და გორში დარგის ექსპერტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევების შესახებ შეხვედრები გამართა. შეხვედრები საიას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

საიას დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერისა და ადამიანის უფლებების პროგრამების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCOJ) და თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საქალაქო სასამართლოების მონიტორინგის შედეგად გამოვლენილ გამოწვევებზე. მომხსენებლება ყურადღება გაამახვილეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების დაგვიანებიულ დანიშვნაზე, და საბჭოში სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხის განხილვასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საბჭოში გამჭვირვალობის საკითხი პრობლემურია.  არ ქვეყნდება შეხვედრის ოქმები; ასევე, საბჭო არ პასუხობს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რითაც ფერხდება საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა.

შეხვედრაზე განიხილეს სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებული მთელი რიგი ხარვეზები, რაც არსებით გავლენას ახდენს თავისუფლებისა და უსაფრთხოების, სამართლიანი სასამართლოს და პირთა ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებებზე. საიას წარმომადგენლებმა ისაუბრეს სასამართლოს გამჭვირვალობასა და დროულ ვადაში საქმეთა განხილვის საკითხებზე. აღნიშნეს, რომ სასამართლოები ხშირად არ აქვეყნებენ ინფორმაციას პირველი წარდგენის სხდომების შესახებ; ზოგიერთ შემთხვევაში დაინტერესებული პირები ვერ ესწრებიან საჯარო სხდომებს, ვინაიდან პროცესი პატარა დარბაზში ტარდება.  საიას დამკვირვებლების თქმით, ხშირია საქმეთა გაჭიანურება, რაც არღვევს ბრალდებულის გონივრულ ვადაში გასამართლების უფლებას. შეხვედრის მონაწილეები ასევე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების და სხვა შესაბამისი საკითხებით დაინტერესდნენ.

ღონისძიებას 70 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები