Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
23 ოქტ 2023

იურიდიული დახმარების სამსახურის და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის კამპანია - ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი - იმერეთის რეგიონში

საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურმა (LAS), USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, გასული წლის სექტემბერში აჭარის რეგიონიდან დაიწყო კამპანია მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასთვის: პარალეგალების ინიციატივა და კარიერული საუბრები. ამ თვეში უკვე იურიდიული დახმარების სამსახური და პროგრამა აფართოებენ საინფორმაციო კამპანიას იმერეთის რეგიონში.

2023 წლის 19 ოქტომბერს, სამსახურის დირექტორი, დავით სიმონია და USAID სამართლის  უზენაესობის პროგრამის ქუთაისის სამართლის უზენაესობის ჰაბის იურისტი, ანა შალამბერიძე შეხვდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, და კამპანიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

დავით სიმონიამ აღნიშნა, რომ „ეს კამპანია არის უნიკალური შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება აკადემიურ სწავლასთან ერთად. ისინი აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციებსა და ტრენინგებში, იურიდიული დახმარების ადვოკატებისა და სხვა მოწვეული ექსპერტების საშუალებით“. მან წარმოადგინა ინფორმაცია სამსახურის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების თაობაზე იმერეთსა და მთელს საქართველოში.

ანა შალამბერიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ინიციატივა „გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“, აძლევს სტუდენტებს შესაძლებლობას მოიპოვონ იურიდიული პროფესიის წარმომადგენლების კონტაქტები და მიიღონ ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებების ორგანიზაციულ-სტრუქტურულ მოწყობისა და პროფესიული ეთიკის შესახებ, განსაკუთრებით სტაჟირების ეტაპზე“.

კამპანია „გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ განხორციელდება ორ ეტაპად: ღია კონკურსის გზით შერჩეული სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან გაიუმჯობესებენ ცოდნას ადამიანის უფლებებისა და კომუნიკაციის სხვადასხვა უნარ-ჩვევების თაობაზე. მოსამართლეები და ექსპერტები გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას სტუდენტებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების, ქალთა უფლებების, ტრეფიკინგის, ბავშვის უფლებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თაობაზე.

კამპანიის მეორე ეტაპი გულისხმობს იმერეთის რეგიონში მყოფ პირებისთვის უფასო იურიდიულ კონსულტაციას. ახლად გადამზადებული სტუდენტი-პარალეგები გაავრცელებენ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა შერჩეულ საკითხებზე და გაუწევენ კონსულტაციებს მოსახლეობას ადამიანის უფლებების შესახებ. გარდა ამისა, სტუდენტი-პარალეგატორები ასევე მიიღებენ მონაწილეობას იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, რაც ხელს შეუწყობს მათი ახლადშესწავლილი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას. კამპანიის ფარგლებში ორგანიზებული საჯარო დისკუსიები იქნება ინტერაქციული პლატფორმა ფართო საზოგადოების ჩასართავად კანონის უზენაესობის დამკვიდრებისა და ხელშეწყობის საქმეში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაინტერესდნენ კამპანიაში ჩართვის შერჩევის კრიტერიუმების თაობაზე და იკითხეს, იქნება თუ არა იგივე შესაძლებლობა მომავალ წელს. მათ ასევე დასვეს შეკითხვა პროგრამაში არსებული ადგილების რაოდენობისა და სერთიფიკატებს მიღების თაობაზე ინფორმაციის შესახებ.

მთლიანობაში, კამპანია ეძღვნება მართლმსაჯულების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაზრდას, რაც საშუალებას მისცემს მოსახლეობას იყვნენ კარგად ინფორმირებულნი და დაიცვან თავიანთი უფლებები. იურიდიული დახმარების სამსახური, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, მხარს უჭერს სამართლიანი სასამართლო სტანდარტის დამკვიდრებას და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაძლიერებას საქართველოში. მათ შორის, განათლების, პრაქტიკული გამოცდილებისა და საზოგადოების ჩართულობის მეშვეობით, ინიციატივა „გახადე კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ აწვდის საჭირო ინფორმაციას სტუდენტებსაც და მოქალაქეებს თავიანთი უფლებების თაობაზე.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები