Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 სექ 2023

მარნეულის ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლესთან

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა  ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლების ინიციატივებს, რომელიც უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ინსტიტუტებთან მოქალაქეების ჩართულობას.

29 აგვისტოს, პრევენცია პროგრესისათვის (PFP) და სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის ორგანიზებით მარნეულის მოსახლეობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  მადონა მასისურაძეს შეხვდა. შეხვედრა სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში” გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებას მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობისა და სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობის შესახებ. 

მოსამართლე მაისურაძემ ისაუბრა სასამართლო განხილვის ეტაპებზე, განსჯადობასა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სასამართლო სხდომებთან დაკავშირებულ სპეციფიკაზე. კერძოდ, მოსამართლემ ხაზი გაუსვა ენობრივი ბარიერების პრობლემას და პროფესიონალი თარჯიმნების ნაკლებობას. მოსამართლის თქმით, თარჯიმნების როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ეხმარებიან მხარეებს სრულყოფილად ესმოდეთ პროცესის მიმდინარეობა მათთვის გასაგებ ენაზე.

პროექტის ადგილობრივმა კოორდინატორმა, ნაშირ ორდუხანოვმა განაცხადა: “ჩვენს საზოგადოებაში სასამართლოს შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არსებობს მსგავს საკითხებზე ინფორმაციის სერიოზული ნაკლებობა. ვფიქრობ, შეხვედრა ნაყოფიერი გამოვიდა, ახალგაზრდები ძალიან აქტიურობდნენ, მათ ბევრი კითხვა დასვეს სასამართლო პროცესებსა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე”.  შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც დევნილთა თემთან მუშაობს, აღნიშნა, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს, რადგან არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა სასამართლოს შესახებ.

შეხვედრას 30-მდე მოქალაქე დაესწრო, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სასამართლოსთან დაკავშირებულ კითხვებზე უშუალოდ მოსამართლისგან მიეღოთ პასუხები. მონაწილეები დაინტერესდნენ თუ როგორ მუშაობს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, როგორ შეიძლება სასამართლო პროცესზე თარჯიმნად ჩართვა და რატომ ჭიანურდება პროცესები. შეხვედრის ბოლოს მოსამართლემ მოუწოდა დამსწრე საზოგადოებას ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი და სხვების უფლებების დასაცავად. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები