Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
18 - 19 აპრ, 2024

მედიატორებს ეთიკის საკითებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2024 წლის 18-19 აპრილს, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ორგანიზება გაუწია მედიატორთა ეთიკის საკითხებზე ტრენინგს, რომელშიც ათმა მედიატორმა მიიღო მონაწილეობა. ისინი წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, მათ შორის თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და ახალციხეს.

ეთიკის ტრენინგი საქართველოს მედიატორთა ასოციაციის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც პროგრამის წინამორბედი პროექტის - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) დახმარებით შეიქმნა. იგი ყველა მედიატორისთვის სავალდებულოა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ნათია ჩიტაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და მედიატორი და, ირაკლი ყანდაშვილი, ასოციაციის თავმჯდომარე. ტრენინგი მოიცავდა მთელ რიგ საკითხებს, რაც მიზნად ისახავდა მონაწილეების საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვას, რათა მათ სამართლიანი, მიუკერძოებელი და ეთიკური მედიაციის პროცესების ჩასატარება შეძლონ. ტრენინგზე დამსწრე მედიატორებმა მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომელიც მედიაციაში ეთიკის მნიშვნელოვან როლს ეხებოდა. მათ მიიღეს რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ეთიკურ გამოწვევებს.

ტრენინგები ასევე მოიცავდა ჯგუფურ სავარჯიშოებს, სადაც მონაწილეები ერთად განიხილავდნენ კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ეთიკურ გამოწვევებს უკავშირდებოდა. ეს შემთხვევები მოიცავდა ისეთ სცენარებს, როგორიცაა: 

აღნიშნული ტრენინგი პროგრამის მიერ საქართველოს მედიატორთა ასოციაციაზე გაცემული მიზნობრივი გრანტის ნაწილია. საგრანტო აქტივობები გამოცდილების გაზიარების ინიციატივებს, მედიატორების განგრძობად პროფესიულ განვითარებას და სასამართლო მედიაციის განვითარების მხარდაჭერას მოიცავს.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები