Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
31 მარ 2024

მედიატორებს პროფესიულ ეთიკაში ტრენინგი ჩაუტარდათ

2024 წლის 28-29 მარტს, თოთხმეტ მედიატორს განგრძობადი პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში პროფესიულ ეთიკაში ტრენინგი ჩაუტარდათ. ღონისძიების მხარდამჭერი USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა იყო.

ტრენინგს უძღვებოდნენ ირაკლი ყანდაშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე და ნათია ჩიტაშვილი, მედიატორი და ასოციაციის საბჭოს წევრი. კურსი, რომელიც მედიატორთა ეთიკურ ვალდებულებებს მოიცავდა, სავალდებულოა ყველა პრაქტიკოსი მედიატორისთვის, მისი მიზანია მედიაციის ეთიკური პრინციპების დაცვის უზრუნველყოფა და მედიაციის სანდოობის განმტკიცება, ასევე პროფესიული ქცევის სტანდარტების დამკვიდრება.

ტრენინგის დროს განიხილეს ძირითადი ეთიკური პრინციპები, ასევე მოხდა ქართული სამედიაციო პრაქტიკის ანალიზი. დისკუსიების დროს ხაზი გაესვა ეთიკის მნიშვნელობას მედიაციის სფეროს განვითარების საქმეში, ასევე სტრატეგიებსა და რეკომენდაციებს მედიატორების მიერ ეთიკური დილემების გადაჭრის საქმეში.

მედიატორებმა მონაწილეობა მიიღეს სესიებში, რომლებიც ეხებოდა კონკრეტულ ეთიკურ გამოწვევებს. მაგალითად, როგორიცაა კონფიდენციალურობის დაცვა, მედიატორის კომპეტენციისა და ნებაყოფლობითი მონაწილეობის უზრუნველყოფა, სამართლიანობის, თანასწორობის, ანგარიშვალდებულების, თვითგამორკვევის პრინციპების დაცვა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობა მედიაციის პროცესში.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები