Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 ოქტ 2023

მედიატორები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც გამოცდილ და ახლადგაწევრიანებულ მედიატორებს შორის გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

შეხვედრას, რომელსაც თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, ბოლნისისა და თელავის წარმომადგენელი თექვსმეტი მედიატორი ესწრებოდა, თეა ჭეიშვილი, სერტიფიცირებული მედიატორი და პრაქტიკოსი ადვოკატი უძღვებოდა.

მისასალმებელი სიტყვის დროს ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა თავმჯდომარემ, ხაზი გაუსვა ამ პლატფორმის მნიშვნელობას, რაც საშუალებას აძლევს მედიატორებს განიხილონ ის გამოწვევები, რასაც ისინი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდებიან. აღნიშნული პლატფორმა განსაკუთრებით მნიშნელოვანია ახლადგაწევრიანებული წევრებისათვის, რომლებსაც უფრო გამოცდილი კოლეგების რჩევები სჭირდებათ.

ირაკლი ყანდაშვილმა ხაზი გაუსვა საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობას, განსაკუთრებით რეგიონულ სასამართლო მედიაციის ცენტრებში, რათა მოხდეს ერთობლივი წინასწარი შეხვედრების ორგანიზება მხარეებთან იქამდე, ვიდრე სასამართლოს ოფიციალურად გადასცემს საქმეს მედიაციაში; მოხდეს მათთვის მედიაციის დადებითი მხარეების, მედიატორის როლისა და მედიაციასთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება  და იმის შემოწმება, რამდენად არის საქმე სამედიაციო. მხარეების თანხმობის შემთხვევაში, საინფორმაციო შეხვედრა შესაძლოა სამედიაციო პროცესში გადაიზარდოს.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა შემდეგი საკითხები: მხარეების მედიაციის პროცესზე მოწვევასთან დაკავშირებული გამოწვევები, მედიაციის ჩატარებისთვის გათვალისწინებული 45-დღიანი ვადა და მისი შესაძლო გაგრძელება, საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია პენსიონერ მედიატორებთან და მათ ანაზღაურებასთან, ასევე კერძო და სასამართლო მედიაციას შორის განსხვავება.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ადვოკატებთან მუშაობის საჭიროებას, რათა მათ უკეთესად გაიაზრონ მედიაციის პროცესი და მედიატორები კონკურენტებად აღარ აღიქვან.  აუცილებელია, რომ მოხდეს ადვოკატების მიერ კლიენტების ინფორმირება მედიაციის შესახებ და იმის ახსნა, რომ შესაძლებელია სასამართლომ მიერ მათი საქმის მედიაციაში გადამისამართება მოახდინოს. ასევე ის საკითხი, რომ მნიშვნელოვანია კონტრაქტებსა და მინდობილობებში მედიაციაში წარმომადგენლობის შესახებ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთება.

საქართველოს მედიატორთა ორგანიზაცია ხშირად ატარებს მსგავს შეხვედრებს, რადგან აუცილებელია კოლეგებს შორის ღია დიალოგის წარმოებისთვის მსგავსი პლატფორმის არსებობა, სადაც მონაწილეებისთვის საინტერესო საკითხების განხილვა მოხდება. ღონისძიების მსვლელობისას განიხილეს სფეროში მიმდინარე პროცესები, მოხდა გამოცდილებების გაზიარება და იმ გამოწვევების შესახებ მსჯელობა, რასაც მედიატორები აწყდებიან. ღონისძიების დახმარებით, ისინი უფრო თავდაჯერებულად იმუშავებენ მხარეებთან და მათ წარმომადგენლებთან.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები