Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
20 დეკ 2023

მედიატორებმა და არბიტრებმა ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა და საქართველოს არბიტრთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, მედიატორებსა და არბიტრებს შორის გამოცდილების გაზიარების პირველ შეხვედრას უმასპინძლა.

გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა მისასალმებელი სიტყვისას ხაზგასმით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომლის შესრულებაც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მექანიზმებს (ADR) სასამართლო სისტემის გადატვირთულობასთან ბრძოლის საქმეში შეუძლია. მისი თქმით „პროგრამის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს ADR-ის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მხარდაჭერა წარმოადგენს, რადგან მედიატორები და არბიტრები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასა და მასზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის საქმეში”.

რუსუდან ჭკუასელმა, საქართველოს არბიტრთა ასოციაციის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ასოციაციას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, აღნიშნული თანამშრომლობის დახმარებით მათ შეეძლებათ მიაღწიონ ისეთ საერთო მიზნებს, როგორებიცაა: საკანონმდებლო სისტემის გაუმჯობესება, საზოგადოებასა და ადვოკატებს შორის ცნობიერების ამაღლება, და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში ეკონომიკურ პროცესებს დააჩქარებს. ეს ის საბოლოო მიზანია, რაც ADR მომსახურებების მიმწოდებელ პროფესიონალებს აერთიანებს.

ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა რეგიონული პერსპექტივის მნიშვნელობა ADR-ის მიმართულებით და ამ საქმეში მეზობელ სახელმწიფოებში მოღვაწე ბიზნესების, მოსამართლეებისა და ადვოკატების ჩართულობის აუცილებლობა.

შეხვედრას 20-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, რომლებმაც მოუსმინეს სფეროს ექსპერტებს: GRATA International Georgia-ს პარტნიორსა და მედიატორს ირაკლი კორძახიას, პროგრამის ექსპერტსა და Resolve-ის პარტნიორს სოფო ტყემალაძეს, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ინსტიტუტის (GIAC) უფროს იურისტს დავით ედილაშვილს და ფორსაით ინვესტმენტ გრუპის უფროს იურიდიულ და კორპორაციულ ოფიცერსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრს ვეკო დოდაშვილს.

მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კოლეგებს და ისაუბრეს იმ მზარდი ტენდენციის შესახებ, რაც არბიტრაჟის მომხმარებლების მხრიდან სასამართლოსთვის მიმართვამდე მედიაციის გამოყენებას უკავშირდება. გამომსვლელებმა ასევე ისაუბრეს  შემდეგ თემებზე: საერთაშორისო სავაჭრო პალატის ახალი პრაქტიკა, რაც მედიაციის აქტიურ მხარდაჭერასა და საკუთარი კლიენტებისთვის მულტიფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული დავის გადაწყვეტის მექანიზმის შეთავაზებას წარმოადგენს; კლიენტთან არსებულ ხელშეკრულებაში დავის გადაწყვეტის მრავალსაფეხურიანი დათქმების გათვალისწინების მნიშვნელობა; წარმომადგენლობა მედიაციაში და ამ პროცესში ადვოკატის მიერ კლიენტის წარმომადგენლობისთვის აუცილებელი უნარები; და გამოწვევები, რომლებიც ისეთი ადვოკატების ჩართულობასთან არის დაკავშირებული, რომლებსაც მედიაციის შესახებ მწირი ინფორმაცია გააჩნიათ.

ღონისძიება დავის გადაწყვეტის მრავალსაფეხურიანი დათქმების შესახებ ტრენინგით დასრულდა, რომელსაც სოფო ტყემალაძე უძღვებოდა.

აღნიშნული ღონისძიების შედეგად, მედიატორებმა და არბიტრებმა ინფორმაცია მიიღეს იმის შესახებ, რომ ჰიბრიდული მიდგომა, რომელიც მედიაციასა და არბიტრაჟს აერთიანებს (med-arb ან arb-med), შესაძლოა სასარგებლო იყოს, რადგან იგი საშუალებას იძლევა დავის გადაწყვეტის პროცესი უფრო მოქნილი და საჭიროებებზე მორგებული იყოს. 

შევედრის ბოლოს, ასოციაციის ხელმძღვანელებმა მომავალი თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები