Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
09 - 12 სექ, 2023

მედიატორებმა ცოდნა და უნარები განიმტკიცეს

თელავის, გურჯაანის, ახალციხის, ბოლნისის, ქუთაისისა და მცხეთის მედიატორებმა, რომლებიც აღნიშნულ ქალაქებში არსებულ სასამართლო მედიაციის ცენტრებში მედიაციის პროცესებში უნდა ჩაერთონ, ცოდნის განმტკიცების მიზნით,  ოთხდღიან ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა.

ტრენინგს უძღვებოდნენ ადგილობრივი ტრენერები ეთერ ჩაჩანიძე, სოფო ჩაჩავა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი. ტრენინგის დროს მონაწილეებმა განიხილეს ის გამოწვევები, რომლებიც მედიაციის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე შეიძლება გაჩნდეს, გაიღრმავეს აქტიური მოსმენის უნარები და წარუძღვნენ მედიაციის სესიებს როლურ თამაშებში.

ტრენინგის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებისას, ნინო ზედგინიძემ, ერთ-ერთმა მედიატორმა ახალციხიდან აღნიშნა: „მედიაციის პროცესში მონაწილეობისას უფრო თავდაჯერებული ვიქნები. ოთხდღიანი ტრენინგის დროს, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნარების პრაქტიკული სავარჯიშოებით გაუმჯობესება იყო. ტრენინგის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ აუცილებელია მედიაციის უნარების გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა და ისეთი ტრენინგები, როგორც აღნიშნული კურსი იყო, საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად“.  

სოფო ცერცვაძემ, ტრენინგის მონაწილემ და მედიატორმა თელავიდან განაცხადა: „ამ ტრენინგმა საშუალება მოგვცა, მოგვეხდინა განსხვავებული გამოცდილებების გაზიარება და განგვემტკიცებინა მედიაციის პრაქტიკული უნარები და ტექნიკა. მედიატორებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვნად დამეხმარა პროფესიულ ზრდაში და ამ სფეროში დახელოვნებაში“.

ტრენინგის ცამეტი მონაწილის განსაზღვრა მედიატორთა ასოციაციის დახმარებით მოხდა, რომელიც საქართველოს მასშტაბით მედიატორთა რეესტრს აწარმოებს. პრიორიტეტი მიენიჭათ ისეთ მედიატორებს, რომლებიც შედარებით ახლადგახსნილ ცენტრებს წარმოადგენდნენ, მათ შორის თელავის (გაიხსნა 2022 წლის ნოემბერში), გურჯაანის (გაიხსნა 2022 წლის დეკემბერში) და  ახალციხის (გაიხსნა 2023 წლის მარტში) ცენტრები. ტრენინგს ასევე ესწრებოდნენ მცხეთის, ბოლნისისა და ქუთაისის მედიაციის ცენტრების წარმომადგენელი მედიატორები. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები