Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
05 თებ 2024

მედიატორებს პროცედურულ საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

2024 წლის 2 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ონლაინ ტრენინგი ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა მისი წევრების ცოდნის გაღრმავებას მედიაციაში. ტრენინგში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ იყო მხარდაჭერილი, 28 მედიატორი მონაწილეობდა, რომლებიც თბილისს, გორს, ქუთაისს, ახალციხესა და ბათუმს წარმოადგენდნენ.

ღონისძიება საქართველოს მედიატორთა ასოციაციის გრანტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც პროგრამა აფინანსებს. იგი მიზნად ისახავდა მედიაციის პროცესში სხვადასხვა პროცედურული ასპექტის შესახებ მედიატორთა ცოდნის გაღრმავებას.

ტრენინგის დროს განხილული საკითხები მოიცავდა მედიაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას, კერძოდ, მედიაციის შესახებ კანონსა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსს. ეს კანონები მოიცავს დებულებებს, რომლებიც მედიაციის პროცესის წარმართვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს.  

ტრენინგს უძღვებოდა ლაშა კალანდაძე, გამოცდილი მედიატორი და ადვოკატი. ტრენინგის პირველ ნაწილში მან მონაწილეებს აუხსნა, თუ რატომ მოხდა კანონმდებლობაში, განსაკუთრებით კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მედიაციის შესახებ კონკრეტული დებულებების გათვალისწინება, რაც ძირითადად სასამართლო მედიაციის წარმართვას არეგულირებს.

მონაწილეებმა ტრენერთან სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის ის, თუ რა განსხვავებაა სასამართლო და კერძო მედიაციას შორის. ტრენერმა მონაწილეებს პრაქტიკული ასპექტები გაუზიარა. მათ ინფორმაცია მიიღეს იმ საკითხებზე, რომლებიც მედიაციის შესახებ კანონმდებლობით რეგულირდება. კერძოდ, პროცედურის კონფიდენციალობის დაცვის გარანტია, სამედიაციო შეთანხმებების აღსრულება, მედიაციის ვადების დაცვა, მხარეთა მოქნილობა მართონ პროცედურები, რაც განსხვავდება სასამართლოში არსებული პროცედურებისაგან.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები