Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
04 დეკ 2023

მედიატორთა ასოციაცია დაინტერესებული ჯგუფების წარმომადგენლებს ბათუმში მედიაციის სარგებლის შესახებ ესაუბრა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, შეხვედრას უმასპინძლა ბათუმში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, ადვოკატებთან და აკადემიური დაწესებულებების წარმომადგენლებთან მედიაციის სარგებლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიების მიმდინარეობისას, ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, მედიაციისა და მისი უპირატესობების შესახებ ისაუბრა. ღონისძიებას 23 მონაწილე დაესწრო, რომლებიც წარმოადგენდნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, კავკასიის უნივერსიტეტსა და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს; სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მათ შორის: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ბათუმის ფილიალს, დემოკრატიის ინსტიტუტს, საქართველოს რეფორმების ასოციაციას (GRASS), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრს მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), დამოუკიდებელ ჟურნალისტთა სახლს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს, ფონდ „იალქანს“, და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებს, რომლებიც ბათუმში მოღვაწეობენ.  

ირაკლი ყანდაშვილმა მედიაციის სხვადასხვა ასპექტზე ისაუბრა, რაც მოიცავდა დავის გადაწყვეტის ამ საშუალების მიმოხილვას, მის დადებით მხარეებს, დავების იმ ტიპებს, სადაც შესაძლებელია მედიაციის გამოყენება, ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს, მედიაციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და პროცედურებს და განსხვავებას სასამართლო და კერძო მედიაციას შორის. დამსწრეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ხდება მედიატორის დანიშვნა. შეხვედრის ბოლოს, რამდენიმე მონაწილემ მედიატორად გახდომის სურვილი გამოთქვა.  

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები