Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
26 თებ 2024

შეხვედრა მედიაციის შესახებ ქუთაისში: კონფლიქტების მოგვარებისა და მედიატორების ჩართულობის ხელშეწყობა

2024 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, რომელსაც მასწავლებლები, ლექტორები, იურისტები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის საშუალებით, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა, დგილობრივმა მოსახლეობამ მედიაციის უპირატესობების შესახებ შეიტყო. მის ორგანიზებაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის (NCCE) ქუთაისის ოფისი დაეხმარა.   

შეხვედრას თამარ იმნაიშვილი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ირაკლი გელოვანი, პროგრამის ADR მრჩეველი უძღვებოდნენ. მათ ისაუბრეს მედიაციისა და მისი ძირითადი პრინციპების შესახებ, ახსნეს, თუ რა ტიპის საქმეები შეიძლება იყოს მედიაციისთვის შესაფერისი, რა ეტაპები აქვს მედიაციის პროცესს, რამდენ ხანს გრძელდება იგი, რა კრიტერიუმებით ხდება მედიატორის შერჩევა და რა განსხვავებაა სასამართლო და კერძო მედიაციას შორის.

შეხვედრის დროს თერთმეტმა მონაწილემ დასვა შეკითხვები და მიიღო პასუხები კონფლიქტის მოგვარებაში მედიაციის როლის შესახებ, როგორ არის შესაძლებელი დაეუფლო მედიატორის პროფესიას, მედიაციის სწავლების პოტენციურად ჩართვა ისეთ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, როგორებიცაა სკოლები და უნივერსიტეტები, ადვოკატთა ჩართვა მედიაციის პროცესში და საქმეთა ტიპები საქართველოში, სადაც აქტიურად მიმართავენ მედიაციას.   

შეხვედრის ბოლოს რამდენიმე მონაწილემ მედიატორობის სურვილი გამოხატა.

img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები