Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
22 - 23 აპრ, 2023

მეორე ეროვნული შეჯიბრი არბიტრაჟში

2023 წლის 22-23 აპრილს, საქართველოს არბიტრთა ასოციაციამ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, არბიტრაჟში მეორე ეროვნულ შეჯიბრს უმასპინძლა.

შეჯიბრზე წარმოდგენილი იყო კაზუსი, რომელიც საქართველოს არბიტრთა ასოციაციის ექსპერტებმა შეიმუშავეს. იგი ისეთ მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს შეეხებოდა, როგორებიცაა კოვიდით გამოწვეული ფორს მაჟორი, დაკარგული მოგების კომპენსაცია, და საარბიტრაჟო დათქმების ვალიდურობა მომავალში წარმოშობილი დავების არბიტრაჟის გზით გადაწყვეტის შესახებ. კონკურსში რვა გუნდი დარეგისტრირდა, ხოლო ზეპირ რაუნდებში გადასვლა მხოლოდ ოთხმა გუნდმა მოახერხა. ესენია: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდები.

შეჯიბრში ტარდებოდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის წესებით, რომლის ასი წლის იუბილეც წელს აღინიშნება.

შეჯიბრში მონაწილე სტუდენტებს თავდაპირველად უნდა მოემზადებინათ წერილობითი დოკუმენტები მოსარჩელისა და მოპასუხის სახელით, და შემდგომ წარმოედგინათ ზეპირი არგუმენტები პრაქტიკოსი ადვოკატებისათვის, რომლებიც შეჯიბრის დროს „არბიტრების“ როლს ასრულებდნენ. ორდღიანი ზეპირი რაუნდების შემდეგ, ორი გუნდი - თავისუფალი უნივერსიტეტი და საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი, რომლებმაც უმაღლესი ქულები მოაგროვეს, ფინალში გადავიდა.  

ფინალური რაუნდის არბიტრთა პანელი შედგებოდა არბიტრთა ასოციაციის შემდეგი წევრებისაგან: ჯაბა გველებიანი, გიორგი კეკენაძე და თეონა სესიტაშვილი. საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული მეორე ეროვნული შეჯიბრის გამარჯვებული, არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, თავისუფალი უნივერსიტეტი გახდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა სპეციალური ჯილდოები მიიღეს და პირველი და მეორე ადგილები გაიყვეს საუკეთესო საარბიტრაჟო სარჩელის წარმოდგენისთვის, ხოლო თავისუფალმა უნივერსიტეტმა და საქართველოს საზოგადოებრივმა ინსტიტუტმა პირველი და მეორე ადგილები დაიმსახურეს საუკეთესო საარბიტრაჟო შესაგებელის შემუშავებისთვის.  

ამასთანავე, ანა ლომთაძემ  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან და ლიზა ყიფიანმა თავისუფალი უნივერსიტეტიდან შეჯიბრის საუკეთესო ორატორის ნომინაციაში გაიმარჯვეს.

დაჯილდოების ცერემონიალისას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნილ ვაინსტაინმა განაცხადა: „ჩვენი პროგრამა ამაყობს იმ ფაქტით, რომ შესაძლებლობა ეძლევა, მხარი დაუჭიროს საქართველოში სამართლის ფაკულტეტების სტუდენტების პრაქტიკული უნარების განვითარებას ისეთი შეჯიბრების დახმარებით, როგორიც დღევანდელი ღონისძიებაა. USAID-ის მხარდაჭერით ორგანიზებული კურსები და შეჯიბრები საშუალებას აძლევს საქართველოს მომავალ ადვოკატებს ის უნარები შეიძინონ, რომლებიც მათ მომავალში კლიენტების ინტერესების წარმოდგენაში დაეხმარებათ“.

ეროვნული სტუდენტური შეჯიბრი არბიტრაჟში საშუალებას აძლევს ქართველ სტუდენტებს გაიღრმავონ ცოდნა არბიტრაჟის მიმართულებით, გაიუმჯობესონ სამართლებრივი წერისა და ზეპირი ადვოკატირების უნარები, და ხელი შეუწყონ არბიტრაჟის გამოყენებას.

მომავალ წელს საქართველოს არბიტრთა ასოციაცია ყურადღებას გაამახვილებს რეგიონული უნივერსიტეტების ფაკულტეტებისა და გუნდების საჭირო საექსპერტო ცოდნითა და რესურსებით აღჭურვაზე, რათა მოხდეს იმის უზრუნველყოფა, რომ რეგიონულ დონეზე მსგავს შეჯიბრებში გუნდების მონაწილეობისთვის საკმარისი შესაძლებლობები არსებობდეს.  

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები