Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
14 დეკ 2023

მედიაციის მესამე ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმი იურისტებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ თბილისში მესამე ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს - მედიაცია იურისტებისთვის უმასპინძლეს.

ღონისძიება საქართველოში მედიაციის პრაქტიკის განვითარებას მიეძღვნა, რამაც საშუალება მისცა პრაქტიკოს იურისტებს უკეთ გაეგოთ, თუ რა უპირატესობები გააჩნია მედიაციას. ფორუმის 65 მონაწილეს შესაძლებლობა ჰქონდა გამოცდილი მედიატორების, იურისტებისა და მოსამართლეებისგან გაეზიარებინათ პრაქტიკული გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მედიაციის პრაქტიკაში გამოყენება.   

ფორუმს გახსნითი სიტყვით მიმართა ირაკლი ყანდაშვილმა, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, რომელმაც აღნიშნა, რომ მედიაციის შესახებ კანონი საქართველოში ოთხი წლის წინ იქნა მიღებული, რაც ამჟამად საშუალებას იძლევა, რომ დავები უფრო ეფექტიანი და ჰუმანური მეთოდის დახმარებით შეთანხმებით დასრულდეს.

გიორგი ჩხეიძემ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა პროგრამის ადამიანებზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობას და ამ ძალისხმევაში მედიაციის უფრო ფართოდ გამოყენების მნიშვნელობას.  

მარია სლაზაკმა, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა და დავით ასათიანმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს იურისტების როლი მედიაციის მხარდაჭერის საქმეში. დავით ასათიანის განცხადებით, რადგან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას 5,500 მოქმედი წევრი ჰყავს, მედიაციის უფრო ფართოდ გამოყენება მხოლოდ იურისტების მხარდაჭერით იქნება შესაძლებელი.  

მაიკლ მაკილვრათმა, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ მოწვეულმა მედიაციის საერთაშორისო ექსპერტმა მთავარი მოხსენება თემაზე „მედიაციის ევოლუცია სამართლებრივ პრაქტიკაში“ წარმოადგინა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობით მიღებული გამოცდილების საფუძველზე, მაიკლ მაკილვრათმა მედიაციის დინამიურ ბუნებაზე ისაუბრა. მისი მოხსენების შემდგომ პანელური დისკუსიები მედიაციის სხვადასხვა ასპექტს შეეხო. პირველ პანელში მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, თბილისის საქალაქო სასამართლოს, თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები. მეორე სესია ადვოკატის, როგორც მედიაციის პროცესში წარმომადგენლის გამოცდილების გაზიარებასა და სარგებლის განხილვას დაეთმო, რომელსაც ადვოკატები მედიაციის საშუალებით იღებენ. მასში იურიდიული კომპანიებისა და ფირმების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მესამე სესიისას მედიაციის პროცესის დროს ადვოკატთა ეთიკური მოვალეობების შესახებ იმსჯელეს, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიების წარმომადგენლებმა მიიღეს.  

ფორუმი აქტიური კითხვა-პასუხის სესიით დასრულდა, სადაც მედიაციის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
30 დეკ 2024

სტუდენტი-პარალეგალების ტრენინგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე

2024 წლის 25 დეკემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის 14 -მა  სტუდენტმა-პარალეგალმა მიიღო მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც გაიმართა იურიდიული დახმარების სამსახურისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ, შეხვედრა ეძღვნებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (შშმ პირების) უფლებებს.

სრულად
img
20 - 26 დეკ, 2024

სასამართლო რეფორმები და დამოუკიდებლობა საქართველოში: ალბანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

იურიდიული სფეროს პრაქტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგებლების მონაწილეობით, საქართველოს სასამართლო სისტემის აქტუალური საკითხების შესახებ ორი დისკუსია გაიმართა.

სრულად
img
21 - 23 დეკ, 2024

რეგიონული ჰაბები ადამიანის უფლებებზე საჯარო საუბრებს მასპინძლობენ

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა ექსპერტმა გიორგი ბურჯანაძემ, რომელმაც ისაუბრა საქართველოში ადამიანის უფლებათა ევოლუციასა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები