Eng Logo

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა
USAID RULE OF LAW PROGRAM

Header Sponsore Logo
Img
01 ნოე 2022

მობილური ვიზიტები აჭარის მუნიციპალიტეტებში

საინფორმაციო შეხვედრები აჭარის მუნიციპალიტეტებში 2022 წლის ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში სტუდენტი პარალეგალები და იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ეწვივნენ მაღალმთიანი აჭარის სოფლებს. 

ამ ვიზიტების დროს ოთხასამდე ქალმა, მამაკაცმა და ახალგაზრდამ შეიტყო მეტი მათი უფლებების და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. შეხვედრები ჩატარდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

16 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი და სტუდენტი პარალეგალები ეწვივნენ ქობულეთს და სოფელ მუხაესტატეს. ბატონმა რაჟდენმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო იურიდიული სამსახურის მანდატი და მოუყვა სამსახურის სერვისების შესახებ. სტუდენტმა პარალეგალებმა კი ისაუბრეს ქალთა უფლებების შესახებ და შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანაბარი უფლებები მემკვიდრეობის მიღების დროს, ქალის უფლებები განქორწინების დროს, ქალთა მიმართ ძალადობა, ქალთა და გოგონათა ტრეფიკინგი. 

30 ნოემბერი - 2 დეკემბრის პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და პარალეგალი სტუდენტები შეხვდნენ წონიარისის (ქედის მუნიციპალიტეტი) და აჭარის წყლის (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლის მოსწავლეებს და მასწავლებლებს და ასევე ესტუმრნენ ქობულეთის და ჩაქვის სოფლების სკოლებს. სტუდენტმა პარალეგალებმა ამ შეხვედრებზე ისაუბრეს ბავშვთა უფლებების შესახებ, როგორიცაა: ჯანდაცვის, განათლების, ოჯახური ცხოვრების, გართობის და დასვენების, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და ძალადობის და ზიანისგან დაცვის უფლებების შესახებ. ადრეული ქორწინება, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბულინგი (მისი ფორმები და შედეგები) და ინკლუზიური განათლება ის საკითხებია, რომელიც მოსწავლეებთან იყო განხილული. 

იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი და პარალეგალი სტუდენტები ასევე შეხვდნენ სოფელ მახუნცეთის ადგილობრივ მოსახლეობას, სადაც რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური აპლიკაციის და სერვისების შესახებ სტუდენტმა პარალეგალებმა გააკეთეს პრეზენტაცია ქალთა უფლებების შესახებ. სტუდენტმა პარალეგალებმა ასევე გამართეს შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციაში „იალქანი“, რომელიც არის ბავშვთა მხარდაჭერის ცენტრი ბათუმში ობოლი და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის. სტუდენტმა პარალეგალებმა ბავშვებთან ისაუბრებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ადრეული ქორწინების შესახებ, ასევე ბავშვთა ისეთ უფლებებზე, როგორიცაა: განათლების უფლება, ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის, და ძალადობისგან დაცვის უფლების შესახებ. ხუთი სტუდენტი პარალეგალი და ბათუმის იურიდიული დახმარების სამსახურის ბიუროს დირექტორი ასევე ესტუმრნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს. ქალთა უფლებების ისეთი საკითხები, როგორიცაა მემკვიდრეობის მიღება, განქორწინება, დამცავი და შემაკავებელი ორდერი, და ქალთა და გოგონათა ტრეფიკინგი იყო განხილული შეხვედრის დროს. 

img
img
img
img

უახლესი სიახლეები

გაიგე მეტი
img
10 დეკ 2024

ჰანს პეტერ გრავერის წიგნის ქართული ვერსიის პრეზენტაცია

დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის ინდექსი – საქართველო, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამისა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის მხარდაჭერით, ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები: ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გამართეს.

სრულად
img
03 დეკ 2024

გლობალური კონფერენცია საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შესახებ საქართველოში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და სასამართლოს ადმინისტრირების საერთაშორისო ასოციაციამ (IACA) ერთობლივად უმასპინძლეს საერთაშორისო ონლაინ კონფერენციას სახელწოდებით - საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განვითარება და მართლმსაჯულების მისაწვდომობა.

სრულად
img
08 - 30 ნოე, 2024

ბათუმში, ახალციხესა და ქუთაისში ადვოკატებმა შენობა - ნაგებობებზე უფლებების რეგისტრაციის შესახებ ტრენინგზე მონაწილეობა მიიღეს

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამამ, სამართლის უზენაესობის აჭარის, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ჰაბების მეშვეობით, ამავე რეგიონების იურისტებისთვის ტრენინგების სერია მოაწყო, რომელშიც სამი სხვადასხვა ლოკაციიდან ჩამში 80 მონაწილე ჩაერთო. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის (GBA) და საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) წარმომადგენლები.

სრულად

სექსუალური შევიწროების პრევენციის და აღმოფხვრის მექანიზმი

იურიდიული დახმარების პროვაიდერები